გადავდოთ ხარისხი გვერდზე დროებით, ორ თამაში 6 ქულა, უშუალო კონკურენტებთან, თან გოლგაუშვებლად
ნაკრების ბირთვის 90 % კატასტროფულ ფორმაში, ამის ფონზე ვაისზე გაბრაზება ცოტა უადგილო მგონია, ალბათ კაჭარავას თემა იქნება გამონაკლისი, ამხანაგურ შეხვედრაში რომ 4 მეტრიდან კარში ვერ ურტყამდა ეგ კაი იმას მივაწერეთ რომ მარცხენა ფეხზე ადგა არ იყო მისი დღე და ეგეთები, გუშინდელმა დღემ გამოაჩინა რომ უბრალოდ არ არის მისი ადგილი ნაკრებში, ჯერ ფორმაშია რომაა რა არის და ახლა პრაქტიკის გარეშე საერთოდ კაატსტროფა იყო, მაგაზე ცუდად როგორ უნდა ითამაშოს ფეხბურთელმა არ ვიცი
-დაცვაში გვქონდა საგანგაშო შეცდომები, რომელსაც ნორმალური გუნდი არ გვაპატიებდა, ამიტომ ეს მშრალი სერია დიდწილად მეტოქის სისუსტე უფრო არის ვიდრე ჩვენი სიძლიერე, სოლომონამ თამაშში 1-2 ჯერ რომ არ მოჯვას ნაკრებში არ შეუძლია, მეჩვენება რომ კონცენტრაციას კარგავს მომენტებში, ნაკრებში კაშია უფრო საიმედო არის ხოლმე ვიდრე სოლომონა
რაც არ უნდა ვთქვათ ნავალაზე, ამ ეტაპზე შეუცვლელია ნაკრებში და არ ყავს არანაირი ალტერნატივა, ყოველშემთხვევაში ამ დონის უნდებთან საკმარისია მისი კვალიფიკაცია და მონდომება
კაკაბაძე არ ვიცი, ყაზახეთთან გავაპრავეთ, დაველოდოთ დაბრდღვნის ლატვიასო, მაგრამ გამოჩნდა აქაც რომ საშინელ ფორმაშია, თუმცა მოუმატებს დარწმუნებული ვარ
კვეკვესკირი რა ვიცი, არც იქით არის და არც აქეთ რა, აქვს კარგი პლიუსები მაგრამ მაგაზე უფრო მეტი მინუსი აქვს, ვფიქრობ მისი დაყენება ამ თამაში კარგი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული, გვილია არ არის სასურველ კონდიციებში და გამოჩნდა ეგეც ნათლად
ოქრიკა
ასეთ ფორმაშიც კი აუცილებელია ნაკრებში, ნეტა ჯანმრთელად იყოს და მოუმატებს ეგეც
ნუ ჩაკვეტა გასაგებია, გვათრევს რასაც ქვია
ყაზაიშვილი-ალბათ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ამ ორ მატჩში-მეჩვენება რომ გამოფიტული და გამოწურულია, და არცაა გასაკვირი, დაინგრია კარიერა ამერიკაში წასვლით
მოკლედ გადავაგორეთ ეს თამაშები მშვიდობიანად, ოქტომრისტვის უფრო იმედიანად ვარ, ყველაზე მთავარია ჯანომ შევიდეს ფორმაში და მარტო ეგ და ჩაკვეტა ეყოფა ანდორას
This post has been edited by Sean on 10 Sep 2018, 09:07