კი ნამდვილად ტემპი დაუგდო და "სულის მოსათქმელად" გავიდა
ახლა თავიდან ვნახე ეგ მომენტი..ბასილას 2-1 მიჰყავდა მესამე სეტში, თან გააპაზორა ისე გაფარჩხა ერთ მომენტში...
წააგო თუ არა გეიმი, ნოლე ეგრევე გავიდა, არც უკითხავს მსაჯისითვის, ყოველ შემთხვევაში რეპორტაჟში არ ჩანს..არც დრო ირთვება..და უკან რო ბრუნდება ჯოკო..მაშინ გაიჩითა ტაიმერი ლაივის კუთხეში...4 წუთზე დიდხანს იყო გასული და ტაიმერზე 3 წუთი დაუწერეს

2 და რაღაციდან დაიწყო ათვლა...დე ვიტს ეცინება ამაზე ჩანს კიდეც..
მოკლედ დიდოსტატურად გამოიყენა ეგ შესვენება ჯოკომ და ბასილას ინიციატივა აართვა
და ბასილა რო გადის მერე, მსაჯს ეკითხება ორჯერ, რამდენი მაქვს დროო და ისე გადის...
დოჰას რეგულაცია ვერ ვნახე, მარა რეალურად ჯოკო სამ სეტიან მატჩში გადის 2 ჯერ შესვენებაზე, რაც დარღვევაა..უბრალოდ, ჯოკოა და დაიკიდეს რა
შარშან, მგონი მაიამიში, რუსმა მედვედევმა და ბერძენმა ციციპასმა დასცხეს მაგაზე, კინაღამ ხელით შეეხნენ თამაშის მერე, რეფი შუაში ჩადგა, რუსი უყვიროდა 7 წუთიან შესვენებაზე რო გახვედი, რა გეფსმოდა ამისთანაო

მანამდე ბერძენმა, შენ დამპალო რუსოო და მგონი ხელი არ ჩამოართვა..
იასნია, ეგ "შესვენებები" არ იყო ნიკას წაგების მიზეზი..მარა მნიშვნელოვანი ეშმაკური ფანდი იყო ჯოკოს მხრიდან
საოცრად აქვს ამ ბიჭს მომატებული, ასეთი შრომისმოყვარე მე დღევანდელ ქართულ სპორტში არავინ მეგულება, იგივე ბითაძე ბუნებით დაჯილდოვებული ტალანტია, ნიკა ასეთი არ ყოფილა, ბასილამ თავისი თავი თვითონ შექმნა ახლიდან და ძალიან დიდი იმედი მაქვს რო მალე დაუფასდება..
ათეული უნდა დადოს აუცილებლად..
This post has been edited by guriaaa on 4 Jan 2019, 11:45