ნიკოლოზის ყველაზე სუსტი მხარე არის ჩაწოდება (როგორც სიზუსტე, ასევე სიძლიერე). ჩემი აზრით ეს ისეთი კომპონენტია, რასაც სხვა სქილების გაუმჯობესების ხარჯზე ვერანაირად ვერ დააკომპენსირებს და თუ ეს კომპონენტი უცვლელი დარჩა, მის თამაშში პროგრესს ვეღარ ვნახავთ.
ისიც ვიცით რომ ძალიან შრომისმოყვარეა და თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში, მათ შორის ფსიქოლოგიაშიც კი მოუმატა. ეს ჩაწოდება როგორც იყო ტოპ 50-ის მიღმა ჩოგბურთელის, ისეთივე დარჩა და საკმაოდ უცნაურია. მახსოვს აქ ვიღაც წერდა მხრის ტრავმა აქვსო (თუ მხრის ტრავმა აქვს, სხვა კომპონენტებშიც ხომ უნდა უშლიდეს წესით) და გადამოწმებული აქვს რომელიმე ჟურნალიტს ეს ინფო?
მოკლედ, ეს კომპონენტი არის აქილევსის ქუსლი ამ ეტაპზე. თუ არ წავიდა პროგრესისკენ :
1. ჩინეთის მერე 20-ეულში დაბრუნება ძალიან საეჭვოა
2. მასტერსის მოგება; თუნდაც, 1/4 გადალახვა წარმოუდგენელია
P.S კომპეტენტურ ფიდბექს ველი პროფებისგან , "თამაშს ყიდის" იუზერები გთხოვთ ნუ გამომეხმაურებით

)
This post has been edited by მ.დ.უ on 26 Aug 2019, 20:11