1. სოლომონასთან დაკავშირებით.
ვაისს, უფლება აქვს ჟურნალისტებს ის უთხრას, რასაც მიზანშეწონილად ჩათვლის, მაგრამ მან თავისი იდუმალი ფორმულირებით, გამიზნულად თუ უნებურად, ინტრიგა გააჩინა.
აქედან გამომდინარე, სალუქვაძეს და სხვებსაც, ბუნებრივია კითხვები გაუჩნდათ და ძალიანაც კარგი.
სხვა საქმეა, რომ სოლომონას სახით არსებობს მეორე მხარე და მასთან ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ჟურნალისტიების არც ერთი ინტერვიუ წამიკითხავს..
2. ანანიძესთან დაკავშირებით.
თბილისში ნაჩვენები თამაშის შემდეგ მისი ირლანდიაში წაყვანა არაფრის მომცემი იქნებოდა. ის კი არა და მასთან ერთად აქ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დავტოვებდი.

მე ის მიკვირს ფორმაში არ მყოფ ფეხბურთელს, რომ ყოფნის "ნაგლობა" და ნაკრების შეკრებაზე იჩითება, თორემ როცა მწვრთნელს ეუბნებიან, რომ მოედანზე 100% დახარჯვისთვის და თავის დადებისთვის მზად არ არიან, ასეთი ფეხბურთელები უფრო უნდა დავაფასოთ, ვიდრე ვაგინოთ.
3. ახალი სახეები, საქართველოს ჩემპიონატიდან და ევროპიდან.
ამ კუთხით ძალზე მომწონდა კუპერის პრქტიკა, რომელიც თითქმის საქართველოში ცხოვრობდა და თუ კარგად მახსოვს კვირაშიერთ დღეს ნაკრების ადგილობრივ კანდიდატებთან ერთად ვარჯიშებს ატარებდა.
ვაისის ჩვენი შიდა სამზარეულოდან ასეთი გაუცხოვება და განრიდება არ მომწონს.
ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, პარალელურად თუნდაც ეროვნული ლიგა 2-ის რომელიმე გუნდის მწვრთნელ - კონსულტანტად მაინც მუშაობდეს.
This post has been edited by VoK on 31 Mar 2019, 10:11
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...