ტორპედოში ზოგ პოზიციაზე კონკურენციის და როტაციის პრობლემა შეიქმნება რაც რეგრესს გამოიწვევს ზოგი ფეხბურთელის შარშანდელი წაუგებელი სერია დიდ წილად კონკურენციაზე იყო დამოკიდებული თორემ შემადგენლობა ფაქტიურად იგივე იყო რაც პირველ წრეში
გორგიაშვილი ტერას ცენტრი არის ელიგის დონეზეც უსუსტესი ფაქტიურად ორი პასით შეტევაში ხარ გადასული ისე ადვილად იჭრება ეს ცენტრი კაკუბავა მაინც აწიონ საყრდენზე თორემ გაუჭირდებათ სეზონის განმავლობაში ხო კიდე გის გვარაძეს მიგინეიშვილს და ასეთ არაფრის მომცემ იგროკებს თუ ათამაშებს ჭიაბრიშვილი ვერაფერს მიაღწევს
დინამოს მთავარი პრობლემა მარცხენა მცველის პოზიციაა ჯერჯერობით რასაც ვუყურებ შეტევაშიც დაცვაში ჩამჯდარ გუნდთან გაუჭირდება დინამოს რადგან არც ფლანგები ყავს ისეთი დაცვას რომ გაარღვევს და არც როხანოა შემგდები ტიპის ფორვარდი მაგრამ მეორე ნომრად თუ მოუწიათ კონტრ შეტევებზე თამაში ბევრს გადაირტყავენ ისეთ სისწრაფეზე გადადიან დაცვიდან შეტევაში ჯერჯერობით ასეთი მოცულობაა
დილას მთავარი პრობლემა წელსაც რაზმაძე იქნება ჩემი აზრით

არ ამოაგდებენ წელსაც ცენტრ ფორვარდს და გამთამაშებელსაც გამოჩნდება რა დონისას მოიყვანენ მოკლედ ლეგიონერებზე დამოკიდებულია ეს გუნდი მთლიანად დინამოს რომ რამე ქართველების რესურსიც აქვს ასე თუ ისე.
დინამო ბთ ჯერჯერობით დაცვა მთლიანად პრობლემურია გარდა გადრანისა ჩემი აზრით ვერცერთი მცველი ვერ აკმაყოფილებს ოთხეულის მებრძოლი გუნდის დონეს ვნახოთ რა შევსებას მიიღებენ 1 კაი ფლანგის შემტევიც არ აწყენდათ
ლოკოს მთავარი პრობლემა წელს მეკარე იქნება ბულისკერია ბევრჯერ დაღუპავს სხვა რგოლებში ნორმალურად არის გუნდი დაკომპლექტებული გააჩნია რა მიზნები აქვთ ალბათ გაბაძეს აღარ ათამაშებენ მარჯვენა მცველზე და დაისვენებენ თორნიკე კირკიტაძეს შეუძლია ფეხბურთის თამაში.
ჩიხურა სამსონას ასეთი სუსტი ცენტრალური დაცვა არ მახსენდება არასდროს საყრდენი ზონაც არ უვარგათ ვერ იქნება სამსონას სტილის დამახასიათებელი გუნდი გაუჭირდებათ გაწურვა თამაშების
ვიტის ბევრი ფეხბურთელი მართლა არ ვიცი კარგად და პროგნოზსაც ვერ ვაკეთებ უცნობი გუნდია ჩემთვის გოლების გატანა არ გაუჭირდებათ ღუდუშაურის გამჩერებელი მარცხენა მცველი ბევრი არაა ელიგაში ერთერთი მთავარი ტალანტი იქნება ჩემპიონატის წელს ჩაკვეტაძე ლაცაბიძე ვეკუა კიკნაველიძე კაკაშვილი კარგი ბიჭები არიან ამათ გარდა მაგრამ დანარჩენები ჩვეულებრივად ლიგა 2-ში მოთამაშე იგროკებია უმეტესობა ახალგაზრდები არ ვიცი ნაღდად.
რუსთავი მეკარე პრობლემაა ხუბუტია კვირკველიას დაცვის ცენტრი სერიოზული პრობლემა იქნება პლუს ამას ფონიავა საყრდენად უკვე პრობლემაა

და მარცხენა მცველიც არ ყავთ ვნახოთ აბა იქნებ შეავსონ გუნდი შეტევას ელიგის დასარჩენი გუნდის დონეზე არაუშავს ჩოგაძე ციცქიშვილი ქოჩლაძე ქავთარაძე შეყილაძე + კიტეს ძმა პერსპეკტიული ბიჭია მარჯვენა მცველიც ცოტნე კაპანაძე პერსპეკტიული ბავშვია
სიონი სუსტი გუნდია მაგრამ არა იმდენად როგორც კოლხეთი იყო შარშან ანუ უბრძოლველად და ადვილად არ წააგებენ თამაშებს დაახლოებით შარშანდელი სიონის დონის გუნდია წელსაც. სერიოზული დაძაბულობა იქნება გასავარდნ ზონაში ქულა ქულაში წავა შარშანდელივით გამოკვეთილად უეჭველი ბოლო ადგილი არ ჩანს ჯერჯერობით
ჯერ კიდე დაველოდოთ ტრანსფერების დამთავრებას და სეზონის დაწყებას.