საერთოდ ვისოლის დროს 5კ ნაკლები არ ყოფილა დასწრება არცერთან გუნდთან, დაჟე ცხინვალის სპარტაკი რომ იყო და ჩიკვილაძემ ბოლო წუთზე რომ დეზლი გოლი შეაგდო მაგ თამაშს დაახლოებიტ 8კ ესწრებოდა
მის მერე 2ჯერ თასი მოვიგეთ,ჩემპიონები გავხვდით, სუპერთასიც მივაყოლეთ. მაგრამ რათ გინდა? ლოგიკურად ხომ ეხლა მეტი უნდა დადიოდეს?მაგრამ პირიქითაა
იმიტომ რომ ვეღარ გადავიდა გუნდი განვითარების სხვა ეტაპზე და ხალხმაც კლეზე დაიკიდა შიდა ჩემპიონატი. (მოწყინდა/შეეჩვია სიტუაციას)
უხეშად რომ ვთქვათ ,აი რაღაც რომ ძალიან უნდა ბავშვს სათამაშო რომ ოცნებობს ისეთს ბოლოს უყიდიან და 1-2 კვირაში რომ მიაგდებს მოსწყინდება დაახლოებით ეგეთი იყო ვისოლის ტორპედო რა. მაშინ ხალი ამოსულები ვიყავით უმაღლესში და მოწყურებული იყო ხალხი უმაღლესი ლიგის თამაშებს და ტიტულებს
აი იმაზე მეცინება რომ ამბობენ თბილისში არ უყვართ ხალხს ფეხბურთი და მიტომ არ დადიან დინამოზეო ღადაობთ ხო? ზუსტადაც რომ უყვართ ფეხბურთი და იციან როგორია ლამაზი ფეხბურთის ყურება მაგიტომაც არ დადიან დინამოს თამაშებზე. რითინ მიიღონ სიამოვნება? მე შენ გეტყვი და ესენიც მაღალ დონეს არ დებდნენ რა... ვიტჯორჯიასთან თამაშს უყურონ? ჩიხურასთან? კოლხეთთან?თუ ვისთან?
დინამოს არავისთან არაფერი არ აქვს დასამკტიცებელი. კარგა ხანია დაამტკიცეს რომ N1 გუნდია საქართველოში თავისი ისტორიით ტიტულებით.... ჰოდა აღარაა საინტერესო მათთვის ქართულ გუნდებთან თამაში საინტერესო მითუმეტეს ქვედა 5 ეულის გუნდებთან..
ყველაფერი მოიგეს რისი მოგებაც შეიძლებოდა და ყველაფერი დაამკტიცეს. ვეღარ გადავიდა განვითარების სხვა ეტაპზე და დაიკიდა ხალხმა ამოუვიდათ ყელში.
არ გახსოვსთ დინამო-აეკი რა ხდებოდა? ტორპედო-ლუდოგორეცზე რომ გადაივსო სტადიონი პირველი ტაიმის ბოლოსკენ? რავა მაგენი არ იყვნენ თბილისელები?
რა გამოდის? მოწყურებულია ხალხი ევროტურნირებზე თამაშს და აი მანდ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი (ევროპელების თვალში) რომ ჩვენ ვართ დინამო!
ქუთაისი? ტორპედო? ზუსტად იგივე გზას მიუყვება რაც დინამო..... რააა?ვიიინ?რა დინამო რის დინამო... აქ ჩვენ ვართ და ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები. ზუსტად მაგის მაგალითია 2009ში რომ ამოვიდა უმაღლესში და სულ გადავსებული იყო სტადიონი თამაშებზე ,ანუ ცდილობდა რომ ყველასთვის დაემტკიციებინათ ჩვენ ვართ ტორპედო , ყველაზე მეტი ხალხი დადიოდა. ვეჩნათ დაპირისპირება ხდებოდა ტორპედოსა და დინამოს ფანებს შორის,იმის მტკიცებით რომ ჩვენი გუნდი უფრო მაგარია ვიდრე თქვენიო..(ეს იყო ამ ჩხუბის მიზეზი და მოტივი) აბა ვინმეს პირადი სიძულვილი კი არ ქონდა ვინმეს მიმართ.მითუმეტეს რა იცოდნენ ქუთაისლებმა ვინ იყო დინამოს ფანკლუბში და ვინ არა

)
ეს ბოლო წლებია აღარც გამიგია ეჩხუბოთ ერთმანეთში,,, აღარაა ისეთი ვნებთა ღელვა... განელდა ემოციები რავი ყველაფერი. ისეთი აგრესიული სიტუაცია აღარ არის
რატომ სხვა ფანებთან არ ქონდათ ჩხუბი? არასოდეს არ ჰქონიათ სერიოზული დაპირისპირება სხვა გუნდის ფანებთან არ მახსენდება ასე ხელჩართული ჩხუბები. რატომ არ იჩხუბებნ სამტრედიასთან? იმიტომ რომ სამტრედია სამტრედიაა და არაფერი არ იყო მასთან დასამტკიცებელი თავისთავად ნათელი იყო რომ ტორპედო უფრო მაღლა დგას. იგივე ითქმის ყველა სხვა გუნდზე,,, გამონაკლისია ზესტაფონი. აქ იჩხუბენ რამოდენიმეჯერ, იმიტომ რომ ზესტაფონი გაქაჩული იყო ა მაშინ და ჩათვალეს რომ სიძლიერეში ეცილებოდა ტორპედოს და ზუსტად იგივე მაგალითი აქაც... რა ზესტაფონი რის ზესტაფონი აქ ჩვენ ვართ ძლიერებიო...... აბა ეხლა რომ ეთამაშოს ზესტაფონი ტორპედოს მასეთი მღელვარება კი არ იქნება ფანებს შორის , ყველა ვიცით ზესტაფონი აღარაა ის ზესტაფონი და აღარც იმის საშიშროება რომ რამეთინ მეტია ზესტაფონი ტორპედოზე...
ამ ლოგიკას თუ გავყვებით ჯერი დინამო ბათუმზეა

და დაწყებულიცაა უვე ფეისბუქზე "წაკბენები"
კიდევ ისიცაა ერთერთი მიზეზი თუ რატომ მოიკლო დასწრებამ ტორპედოზე ესაა რომ გვიანაა თამაშეიბ 8-9ზე და მერე მარშუტკები არ არის და ხალხი იძულებულია მანქანით იაროს და ხალხს ბენზის ფულიც შემოაკლდათ გაძვირდა ცხოვრება+ ამას ის ემატება რომ LIVE YOUTUBE , დაზოგა ფული და ჩაუჯდა კომპიუტერში თამაშს ზოგი გაზარმაცდა და ეგრე ურჩევნია..
თბილისი დინამომ გაირა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპი და ეს რაცაა რელობა
ტორპედოც იგივე გზას ადგას და ჩემი აზრით 4-5 წელიწადში ზუსტად იგივე სიტუაცია იქნება დასწრების მხრივი როგორიც დინამოზეა (რათქმაუნდა თუ სხვა ლვლზე არ ავიდა და ეს ლვლ ევროპაზე/ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში თამაშებია)
ჯერი დინამო ბათუმზეა... ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპეპი გასასვლელი აქვს დასამტკიცებელი ბევრი რამ .
მოიგებს/ვერ მოიგებს ტიტულეტებს მნიშვნელობა არ აქვს, აქაც ჩემი აზრით 4-5 წლის მერე იგივე დასწრება აღარ იქნება მოიკლებს საგრძნობლად

შეეჩვევა ხალხი სიტუაციას და აღარ იქნება საინტერესო სუსტ გუნდებთან დაპირისპირება
რომ ვკითხულობ დინამო ბათუმის თემაში კომენტარებს დასწრებაზე ემოციაზე ფანებზე დეჯავუ მაქვს

გადახედეთ 2009-2011წლის კომენტარებს ტორპედოს თემაში და ანალოგიურია 1-1ში

ემოციები სავსე ტრიბუნები რავი. კომენტატორი რა ემოციებშიც იყო გუშინ ზუსტად იგივე ემოციებში იყო მინაშვილი 2009-2011ში ტორპედოზე
ეხლა გადის ბათუმი მაგ გზას
წარმატებები Ofcourse !
ჯერჯერობით დამოუკიდებელი საქ.ისტორიაში 2 გუნდის ერა, ხანა რაც გინდათ ის დაუძახეთ ვიხილეთ ვნახეთ
ესენია... დინამო თბილისის ერა ტორპედოს ქუთაისის ერა გუნდებმა რომლებმაც ყველა ტიტული მოიგეს რისი მოგებაც შეიძლებოდა.
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე დინამო ცოტა უკან დაიხია და ტორპედო წინ წამოვიდა 2016იდან , დღემდე იგებს ტიტულეტებს
სწორედ მაგიტომა მონათლული ამ 2 გუნდის დაპირისპირება სუპერ კლასიკოდ და ეგრე იქნება კიდევ დიდი ხანი

რომელ ადგილებზეც არ უნდ იყვნენ და სადაც არ უნდ იყვნენ რა
იქნება მე-3 გუნდის ერა ეროვნულ ლიგაში? ერთად ვნახოთ...
პ.ს. ეს ყველაფერი ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლება მთლად კარგად ვერ ჩამოვაყალიბე ასე დაწერით,მაგრამ იმედია მიმიხვდით რაც ვიგულისხმე