ჯობია არ წაიკითხო, ჯერ გუნდების გინებას იწყებენ,მერე ერთმანეთის, მერე ოჯახის წევრების და ბოლოს ქუთაისელებად,თბილისელებად და ბათუმელებად ყოფენ ქართველებს და მიდის აქეთა და იქეთა კრაიებიდან გინება. ამაზრზენი ხალხია ვინც მაგას კადრულობს,სულ მაინტერესებს რა როჟები არიან რეალში და ალბათ შენი ჭირიმე შენ გენაცვალეთინ ლაპარაკობენ,მონიტორს უკან კი რაც გულში აქვთ იმას ამჟღაბნებენ
თან რატომღაც მგონია რომ სპეციალურად მაგისთვის შემოდიან რომ აგინონ ერთმანეთს, თუ youtube მთელს ეკრანზე გაქვს გაშლილი კომპიუტერზე ყურებისას,შანსი არაა ვერ წაიკითხავ კომენტარებს. ამგენს კიდევ დაპატარავებული აქვთ ფანჯარა ჩატზე რომ იგინონ, არადა პირიქით უნდა იყოს,თუ ფეხბურთის ყურება აინტერესებთ დიდ ეკრანზე უნდა უყურონ. ნუ მოკლედ უმეტესობა მალალეტკები იქნებიან, არამგონია მასეთი საშინელი რაღაცეები ვზროსლებმა წერონ
-------
რაც შეეხება თამაშს, ტორპედომ მეორე ტაიმში ითამაშა იმენა შედეგზე ორიენტირებული ფუტბოლი, ვერაფერი სახიფათო მომენტი ვერ შექმნა ბათუმმა იმის გარდა ქვილითაიამ რომ 2ჯერ ზედიზედ მოიგერია დარტყმული
დალშე დარბოდნენ ამ თავიდან იმ თავში,მაგრამ ყველა შეტევის დროს ხალხი ყვირის იქმენებოდა ფონი რაღაც დაძაბული რომ ხდება.
ჩხეტიანმა მერამდენად მოუგო უკვე გეგუჩას დუელი

( ამხანაგურებში) და ეხლაც ოფიციალურში
მე მაინც არ მომეწონა ლუკა რომ არ შემოიყვანა დოლიძეს ნაცვლად..საერთოდ რა ჩემ ###თ დაიმატენ? სირბილი იცის,ტექნიკა აქ,ტანმორჩილია და ზუსტად ასეთ მატჩებში უნდა გამოსცადო რა შეუძლია,როცა კონტრშეტევებზე თამაშობ... მაგრამ შემოგყავს ღიპიანი ქიმაძე და თან მარჯვენა ფლანგზე

მემგონი ბოლოს ქიმას ექიმად მოუძებნის გუნდში ადგილს,იმდენი პოზიციაზე ათამაშა..
კაროჩე ურისკო მწვრთნელია, არ უყვარს გარისკვა. ბიჭო 0-2ს იგებ დარჩენილია 10 წუთი.... 10 წუთიც თუ არ ენდობი მოყვანილ ლეგიონერს აბა რა გინდა? ეს მარცხენა მცველი ფაფხურობს,ასე მგონია დაძაბულია და დაბნეული თამაშობს მეთქი,არ ჯობია მაგას ქიმა დააბრუნოს იიქ?
დოლიძეს 80წუთამდე რატომ ათამაშებს ვერ ვხვდები, ტიპი ვერ დადიოდა იმენა მეორე ტაიმში,
პ.ს. ისე პრიზი უნდა დააწეოს ფედერაციამ,ვინც მოუგებს ტორპედოს ფულადი საჩუქარი გადასცენ

))
მალადეც ტორპედო! ეგრე გააგრძელეთ!!!
ჯერი ლოკომოტივზეა!
პ.პ.ს. თუ ვინმეს ჰგონია რომ ბათუმი ასეთი მოტივაციით და მონდომებით ითამაშებს ვიტ ჯორჯია სიონი ჩიხურა და ასეთებთან,ძაან ცდებით

არ გაგიკვირდეთ სამივემ რომ მოუგოს ანგისაზე

წესით მესამე წრეში დასრულებული იქნება ბათუმის სტადიონი და მანდ უფრო ბევრი ხალხი მოვა გასვლა რომ გვექნება და უფრო ბევრი ხალხის წინაშე მოვუგებთ

ტორპედო!!!
sorry ბათუმელებთან, ვიცი ცუდი გრძნობაა სავსე ტრიბუნების წინაშე რომ აგებ,მაგრამ სპორტია და ტაკ ბივაეტ რა
გუდ ლაქ შემდეგ ტურში
.:.ადამიანმა, რომელმაც იცის სიცოცხლის ფასი,ის არასოდეს გაიმეტებს სხვას მოსაკლავად.:.