დინამო რომ განითესოს, რამდენიმე რაღაც უნდა მოხდეს:
1) ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს ისეთმა გუნდმა, რომელიც თავისი ჩემპიონატიდანაც მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშის უფლებას.
ამ შემთხვევაში, კვიპროსისა და სერბეთის ჩემპიონები დაიწყებენ პირდაპირ მე-2 ეტაპიდან და ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო გახდება 16-გუნდიანი.
ანუ, ორი მაღალრეიტინგიანი გუნდი ჩამოგვშორდება პირველი საკვალიფიკაციოდან.
ეს პირობა რომ შესრულდეს ძალიან რეალურია.
2) საჭიროა დინამომ რეიტინგში აჯობოს 16 გუნდს.
უკვე ვიცით 8 ჩემპიონი, ვისაც დინამოზე დაბალი რეიტინგი აქვს:
1. კლასვიკი (ფარერები)
2. ფლორა (ესტონეთი)
3. რიგა (ლატვია)
4. რეიკიავიკი (ისლანდია)
5. კუპს (ფინეთი)
6. დიურგარდენსი (შვედეთი)
7. დინამო ბრესტი (ბელარუსი)
8. მონტენეგროს ჩემპიონი (არ აქვს მნიშვნელობა ვინ გახდება)
საჭიროა კიდევ 8 დაბალრეიტინგიანი ჩემპიონი. ქვეყნები, სადაც არის რეალური შანსი, რომ ,,საჩვენოდ" განვითარდეს მოვლენები:
1. სომხეთში ალაშკერტი ვერ უნდა გახდეს ჩემპიონი
2. უელსში ნიუ საინტსი ვერ უნდა გახდეს ჩემპიონი
3. გიბრალტარში ლინკოლნი ვერ უნდა გახდეს ჩემპიონი
4. მალტაში ვალეტა ვერ უნდა გახდეს ჩემპიონი
5. ლუქსემბურგში დუდელანჟი ვერ უნდა გახდეს ჩემპიონი (14 ქულას აგებს უკვე)
6. ბოსნიაში სარაევო ან ზრინსკი ვერ უნდა გახდნენ ჩემპიონები.
7. ალბანეთში შკენდერბეუ ან კუკეში ვერ უნდა გახდნენ ჩემპიონები
8. მაკედონიაში ვარდარი გახდება ალბათ ჩემპიონი, თუმცა, შესაძლოა, უეფამ არ დაუშვას ლიგაზე. ვარდარის დისკვალიფიკაციას ვბალეშიკობთ :დ
9. ჩრდილოეთ ირლანდიაში კრუზეიდერსი ვერ უნდა გახდეს ჩემპიონი
10. ლეგია ვერ უნდა გახდეს პოლონეთის ჩემპიონი
11. უნგრეთIს ჩემპიონი გახდეს ბუდუ

ამ 11-დან 8 უნდა ,,დაჯდეს".
ჯერჯერობით ნორმალურად მიდის საქმე.
This post has been edited by George:) on 1 Dec 2019, 22:02