datberiხო, ეს ესე ყვებოდა რო იმის მერე აღარ უთამაშია ფაქტიბრივადო, ვკითხავ ერთი რათ იტყუები-თქო :დ
ისე იმასაც ამბობდა რო ახალკაცი დუბლებში ფულს ითხოვდაო, მამაჩემმა არ გადაიხადა და ისე მოვხვდი გპიდან იმდენი გოლი შევყარე არ გამოდიოდა რო არ ავეყვანეთო ჯერ მანდ მინიმუმ სინჯებზეო. მერე დუბლეშიც გავიტანე და გავიტანე და დიდ გუნდში გადავედი მაგრამ იმ ფულის გამო დიდად არ ვევასებოდი და შეიძლება მიზეზადაც გამოიყენა და მოსკოვიდან არც არავის დაურეკავსო :დ
ნებისმიერ შემთხვევაში ძაან ტრაგიკული ფაქტია, 20 წლის ბიჭი ხარ, შენი შრომით და ნიჭით დინამოში ხვდები თან როგორ დინამოში და პირველივე ოფიციალური თამაშის მერე გუნდიდან გიშვებენ
მაგიტო დაერხა ალბათ ფსიქოლოგიურად და მემგონი 30 წლისაც არ იყო რო დაამთავრა კარიერა, არადა დიდი შანსია 81 ის შემადგენლობაშიც ყოფილიყო თუნდაც სკამზე

ისე ავაზელია, მიშა მესხზე გიჟდება. რამდენჯერმე სუფრაზე ვარ ნამყოფი და ყოველთვის ამბობს მრგვალი ბურთის სადღეგრძელოს, რომელსაც მიშა ამბობდა ხოლმეო
"ამ ჭიქით იმ ბურთს გაუმარჯოს, რომელსაც დედამიწის ფორმა აქვს და მთელ დედამიწას ატრიალებს. იმ ბურთს, რომელიც შეგვიყვარდა და ჩვენი თავი მთელ მსოფლიოს გააცნო და იმ
ბიჭებს გაუმარჯოთ, ვისაც ჩვენთან ერთად ეს მრგვალი ბურთი გაუგორებია და დღეს ამქვეყნად აღარ არიანო", რაღაც ამდაგვარი ტექსტია
მიუხედავად იმისა რო ახალკაცი არ უყვარს, ამბობს რო გენიოსი იყოო. და ფიზიკურ დატვირთვებზე ყვება ხოლმე კიდე, თავიდან რო გადავედი გუნდშიო, ჯიბეში შოკოლადის ფილა გვედო ხოლმე ბევრსო თორე გული მიგვდიოდა იმდენს დავრბოდითო
დაჟე დილაობითაცო და მერე ერთ დღეს ვიღაც გერმანელი ექიმები მოვიდნენ ბაზაზე რაღაც სხვა თემაზე იყვნენ და შემთხვევითო. რო ნახეს დილით ამდენს დავრბოდით, ახალკაცს უთხრეს თანამედროვე კვლევებით 12 საათამდე დატვირთვა არ შეიძლება და იმის მერე დავისვენეთ, დაიჯერა ახალკაცმაო :დ
fexburti2018ვკითხავ კი
შარშან 60 ის გახდა და ჩივაძე და სულაქველიძე ყავდა დაბადების დღეზე როგორც ვიცი, მეგობრობს ისევ დინამოელებთან
მაგარი ხალხია, რასაც ყვებიან ხოლმე ნახევარი ლეგენდაა მარა მაინც სასიამოვნო მოსასმენია
ძირითადად გასვლითი თამაშების და სბორების დროს გულაობებზე ვკაიფობ ხოლმე :დ
ბარემ თქვენც გკითხავთ, დუბლების ბომბარდირი მართლა გახდა თუ აჭარბებს მანდ
This post has been edited by mancunia89 on 12 Feb 2020, 00:18