1939 "ევრო ბასქეთ"კალათბურთი ლიტვურად არის კრიაპ’შინის =
კრიაპშინიო ნაღდად ნათესაობითი ბრუნვაა

რა თქმა უნდა, შეჯიბრს ეგრე არ ერქვა მაშინ
აწ უკვე 80 წლის წინ -- მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებამდე --
მაისის ამ კვირაში ჩატარდა კაუნასში -- ლიტვის დროებით დედაქალაქში,
რადგან ვილნიუსი 1920 წლიდან მიტაცებული ჰქონდა ლენკიას (პოლონეთს)
საბჭოეთმა წაართვა ვილნო პოლონეთს 1939 წლის სექტემბერში,
ერთ თვეში ქალაქი გადასცა ლიტვას, 1940 წლის ივლისში კი მთელი ლიტვა გადასანსლა
:::
კალათბურთი ევროპაში ახალი ხილი იყო -- პირველობა ჩატარდა მესამედ
1935 წელს, ჟენევში, მოეწყო საგამოფენო დარბაზში და იმარჯვა ლატვიამ
1937 წელს, რიგაში, ჩატარდა ყოფილ ქარხანაში და ლიტვამ მოიგო
ჩემპიონი რომ მასპინძლობდა შემდეგ გათამაშებას, ლიტვამ პირველმა ააშენა
კაუნასის სპორტ’ჰალე = ძაან უყვარდა ნუგზარ ჯუღელს
:::
ჩაეწერა 17 ქვეყანა -- მათ შორის, ვოკიეტიაც (გერმანია),
მაგრამ ადგილზე ჩავიდა რვა’ღა -- მათ შორის მამაცი ფინეთიც,
რომელიც ნოემბრიდან საბჭოეთს ეომა -- მაგრამ კალათბურთში კი სიაფანდი იყო
ყველას დროშა ჩანს ამ მარკაზე

:::
ტურნირი გახსნა თვით ანტანას სმეტონამ და
პრიზიც დააწესა -- ქარვით შემკული ვერცხლის სკივრი!
რვა გუნდმა ითამაშა ერთ წრედ -- ზედიზედ 7 დღეს:
ორშაბათიდან კვირამდე 22-28\05
ყველაფერი გადაწყდა პირველსავე ტურში --
ლიტვამ შარიანად მოუგო ლატვიას 1 ქულით, რის გამოც
მეზობლები ერთმანეთს დაემდურნენ და მაგ წელს
ბალტიის ფეხბურთის პირველობა ჩაშალეს, მერე კი ...
ყველა ოქმი აქაა
http://pearlbasket.altervista.org/euro39.htmმაგ თამაშისა Lithuania – Latvia 37-36 (15-17)
Lithuania (7 კაცით): Kriaučiūnas 4, Andrulis 1, Puzinauskas 6, Lubinas 10, Ruzgys 12 = Jurgėla 2, Budriūnas 2
Latvia (6 კაცით): Graudiņš, Vanags 3, Šmits 6, Ārents 13, Melderis 12 = Krauklis 2
ანგარიშის დინამიკა

ეს კი ხელ’ნაწერი ოქმია

მოთამაშეს მატჩში შეეძლო მაქსიმუმ სამ მონაკვეთად თამაში --
მაგიტომ ნომრის შემდეგ მოდიოდა შესვლის სამი და გამოსვლის სამი სვეტი
უწერდნენ ყველა ჩაგდებულსა და აცდენილსაც --
კალათში იმდენად იშვიათად ტყორცნიდნენ:
30 (ახლანდელი 24) წამის წესი შემოვა დიდი ხნის შემდეგ!
4 ფოლის გამო ვარდებოდი
:::
ლიტვამ მერეც ყველა მოიგო იოლად, ხოლო ლატვიამ
ბოლოსწინა ტურში დამატებით დროში წააგო ესტონეთთან
Estonia – Latvia 26-25 (6-12; 24-24)
მაგრამ ბოლო დღეს აჯობა პოლონეთს
Latvia – Poland 43-20 (10-12)
და პირისპირ მოგებით მეორეზე დაჯდა
კიბე: ლიტვა 7-0; ლატვია > პოლონეთი 5-2;
საფრანგეთი > ესტონეთი 4-3; იტალია 2-5; უნგრეთი 1-6; ფინეთი 0-7 (-471)
ლიტვის ლიდერი იყო პრანას ლიუბინას --
ამერიკელი ფრენქ ლიუბინ = 1936 წლის ოლიმპიური ჩემპიონი (ბერლინ)
::: ვიდეო’ები
ეს ოდნავ გრძელია -- ბოლოში მიმატებული აქვს ლიტვის ხედები
::: წიგნაკები
http://files.rugby.ge/BIBLIO/1939_EuroBasket.pdfსიმაღლის შეზღუდვას აპირებდნენო!
http://files.rugby.ge/BIBLIO/2019_KREPSINIS_PO.pdf:::
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 24 May 2019, 11:18