თანა’მედროვე ქართული რაგბი 60 წლისაა!დღეს 15 ოქტომბერია: 2019 - 1959 = 60
სრულად >>
საითი
http://ovaluri.comxa.com/matiane50/index.htmწიგნი
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/1...bis_Istoria.pdfროგორ დაიწყო ჟაკმადღესდღეობით დადგენილი ფაქტია, რომ ხუთშაბათს, 1959 წლის 15 ოქტომბერს
რომ შევუდექით ქართველობა რაგბობას, მას აქეთ აღარ დაგვიგდია ეს ვაჟკაცური საქმე და
იმოტოლა ნიჭიც გამოვიჩინეთ, რომ მსოფლიოს მოწინავე 15-ეულში დავიმკვიდრეთ ადგილი.
...
ცხვედაძის ნებართვით[მაგ მესამე ფუჭი ცდიდან] 12 წლის შემდეგ ფიზ’კულტურის ტექნიკუმის გუნდის არსებობის ნივთ-მტკიცება –
საბჭოეთშივე შეკერილი ყვითელი ბურთი – ჯერაც შემორჩენილი ყოფილა:
სპორტ’კომიტეტის საწყობის გამგის ვაჟი ჩამოწერილი ინვენტარით ვერის აბანოსთან რომ ლაღობდა,
გადააწყდა ნოდარ ყიფიანს, ვინც მისგან ციმციმ და ძვირად შეიძინა ნივთი.
ასე მივადექით 1959 წელს. ყიფიანი მძლეოსანი – ათჭიდელი იყო, ბორის ტახტაროვთან ვარჯიშობდა და
პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (გე’პე’ი, ქართულად სპი, ახლანდელი სტუ) სწავლობდა.
მას "კამსამოლსკაია პრავდაში" ადრევე წაეკითხა ვრცელი სტატია რეგბის –
როგორც მაშინ ეძახდნენ სრულიად საბჭოეთში – შესახებ და სიახლით დაინტერესებულიყო.
გე’პე’ი-ში განცხადებაც გაეკრათ, მსურველებს რეგბის წრისთვის ვაგროვებთო.
ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრას განაგებდა ამაგდარი კალათბურთელი მიხეილ ცხვედაძე, ვინც
დათანხმებოდა ქალაქში თერძად (მკერავი) ცნობილ სომეხ ფრანგს, ჟაკ ასპეკიანს (იწერება ჰასპეკჲან),
რათა ამას უცხო თამაშის დანერგვა ეცადა.
სხვა საქმესაც დაეძებდაჟაკი ძირით მარსელიდან იყო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, "სოციალისტური სამოთხის" დასაჭაშნიკებლად,
ჩასულიყო საბჭოთა სომხეთში, მაგრამ იქ რომ არ მოწონებოდა, ნათესავებთან თბილისში გადმოსულიყო.
რეპატრიანტს ჯეელობაში ლიონში რომ ეთამაშა რაგბი,
საბჭოეთში ბურთიც წამოეღო, მაგრამ იგი მარგად თბილისში’ღა გამოიყენა.
ნიკიტა ხრუშჩოვი იმხანად დასავლეთს ეკეკლუცებოდა და საბჭოთა წყობის ჰუმანურობას უმტკიცებდა.
ჩვენში რაგბის დაბადებამდე ორი წლით ადრე (1957) მოსკოვში რომ მოეწყო
"დემოკრატიული ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი",
სტუმრებმა ოლიმპიურ მოძრაობაში უკვე ჩაბმულ მასპინძლებს შეახსენეს სამი მივიწყებული სპორტი:
მშვილდოსნობა, ბადმინტონი და რეგბი.
ძველ ველო’სიპედისტ ჟაკს ცოლად ქართველი ბალერინა – გურამიშვილი – შეერთო და მკერაობის გარდა,
ალბათ სხვა საქმესაც დაეძებდა. მარიფათიანი სომეხი უთუოდ შეიტყობდა რეგბზე დადებული ყადაღის ახსნას.
ჰოდა, როგორც XXI საუკუნეში თავად ბევრჯერ შენიშნა მემუარებში,
ბარემ ორი წელი სდია სპორტის ხელმძღვანელ მუშაკებს და ბოლოს ცხვედაძე დაიყოლია.
სპორტული ტიპები მოაწყდნენჟაკის მიმდევართა პირველი ნაბიჯების დადგენა-გამოქვეყნებაში ფრიადი წვლილი მიუძღვის
გურამ "ცეზარ" დარჩიას, ვინც ყიფიანს მოძღვრად მიიჩნევს. სწორედ ბატონმა ნოდარმა გადაიღო
პირველ ვარჯიშზე მისულთა ისტორიული ფოტოც და ამდენად, მასში თავად ვერ მოხვდა.
გე’პე’ელ-თა ამ პირველი შეკრების ზუსტი თარიღი და ადგილიც გამორჩეული მეხსიერების
პატრონმა ყიფიანმა შემოგვინახა. ვარჯიში გამართულა იმხანად ჯერაც ახალი, საბურთალოს იპოდრომის ხრიოკზე,
ახლანდელი ეკლესიისა და ყოფილი ბაზრობის მიდამოში, სადაგ (არა-უქმე) დღეს, რაც კალენდარულადაც დასტურდება.
ნოდარ ყიფიანის თანახმად, ვარჯიში სისტემატურად, კვირაში სამჯერ ეწყობოდა.
თანდათან შეიცვალა კონტინგენტიც – რაგბს სხვა სახეობებში გამოცდილი, სპორტული ტიპები მოაწყდნენ.
ჟაკს მზირის ალღო ჰქონდა და დროდადრო ახერხებდა მოწაფეებიანად ნაღდ, სპორტულ მოედნებზე შეპარვას,
რადგან იქედან მოყოლებული სულ ბოლო დრომდე, რეგბს არა წყალობდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი.
სადაა ის ბურთი?ზამთარში სესიების, არდადეგებისა და თოვლის – თბილისში უწინ, გლობალურ დათბობამდე
ბარაქიანად დადებდა ხოლმე – გამო ვარჯიში წყდებოდა და გაზაფხულზეღა ახლდებოდა.
ვისაც რა გააჩნდა, იმით იმოსებოდა. დაახლოებით იმავე ხანებში – ვინც უწყის, ეგებ ცოტა ადრეც –
ჟაკმა ნავთლუღში, ფეხსაცმლის ფაბრიკა "ისანშიც" დააარსა მუშათა, ინტერ’ნაციონალური გუნდი
და მას იმ დღეებში ამეცადინებდა, როცა ბურთი დაკავებული არ იყო.
დღეს სადაა ის ოვალური რელიკვია ან თუნდაც მისი ნაშთი, ძნელი სათქმელია,
თუმც საუკუნეთა შესაყარზე მისი სამუზეუმოდ მოძიების იმედი ჯერაც ცოცხლობდა.
თავად ასპეკიანი მესამე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის – მაშინ ვაკეში მდებარეობდა,
მე-9 საავადმყოფოს ადგილას – გუნდის შექმნისა და გივი მრელაშვილის მიერ,
ქალაქის სპორტ’კომიტეტში 1961 წლის 1 დეკემბერს "რეგბის სექციის" გაფორმების შემდეგ
თანდათან ჩრდილში მოექცა, 1964 წლის ზაფხულში [?] კი საფრანგეთში მიბრუნდა და
აქ 2001 წლის თებერვლამდე აღარც ჩამოსულა.
ქართული რაგბის მესაძირკვლეთა ვინაობის დადგენაზე იმუშავეს დარჩიამ, გაბრიელ ბარჯაძემ,
დავით თაქთაქიშვილმა და იაგო სავანელმა, მაგრამ პირველი ვარჯიშის ოთხი მონაწილე დღემდე უცნობია.
ამ კვლევის შედეგი ასახულია 2006 წელს გამოცემულ, ელგუჯა ბერიშვილის "სპორტის ენციკლოპედიაში" –
სტატიის ავტორი მამუკა ჩიხლაძე.

ჩაცუცქულან (მარცხნიდან): უცნობი, ანზორ საღირაშვილი, კობა ოსიაშვილი, გივი ჯავახიშვილი,
მერაბ რუაძე, თემურ მეზურნიშვილი, რეზო ზუკაკიშვილი
დგანან: უცნობი, უცნობი, ვახტანგ ბედიაშვილი, ბიჭიკო დათუაშვილი, ორესტ დიმიტრიადი, გია კოპალეიშვილი,
ალექსანდრე რუსანოვი, როლანდ ჭოტაშვილი, რამაზ დათუნაშვილი, უცნობი, ჟაკ ასპეკიანი
:::