ზარანდია და ხარაიშვილი.
პოლონეთის ჩემპს ლაივში რამდენი უყურებთ? მერება ხომ კარგია იქ, ზარანდია საერთოდ მესივითაა. თან ამ სეზონში უკან ჩამოსვლაც და დაცვის დახმარებაც ისწავლა (თუ ასწავლეს).
ეხლა მოცემულობა ავიღოთ:
1. ჩაკვეტაძე ტრამვირებული
2. ოქრიაშვილი უგუნდო და უთამაშებელი
3. მერებაშვილი თამაშის წინ იმტვრევა
ვინ გრჩება ფლანგებზე?
ჯანო? შეცდომა:
- სათამაშო ტონუსში ეხლა დაიწყო შესვლა და ფლანგზე ჯორივით ვერ ირბენს
- ჯანო უნდა წაიყვანოს თამაში. მისი ადგილი ცენტრშია, მაშინაც კი, როცა ფიზიკურად იდეალური კონდიცია აქვს.
ვაკო? კიდევ უფრო დიდი შეცდომა.
- მლს-ში განიცადა სრული რეგრესი. არასოდეს არ უყვარდა ბევრი სირბილი და ეხლა ხომ საერთოდ, დაღოღავს ტიპი.
- შვეიცარიის წინააღმდეგ, უთამაშებელი მცველის ფლანგზე ვაკოს დაყენება... თან ამ მცველის ძლიერი მხარე შეტევაა და დაცვაში საჭიროებს ფლანგელისგან აქტიურ დახმარებას.
- პირველ ტაიმში ვაის ერთხელაც არ დასჭირვებია ჯანოსთვის დაყვირება პოზიცია დაკარგეო. ვაკოზე ხმა ჩაწყდა როჟას.
პლუს ამას სკამზე ჭანტურიშვილი და ჯიღაური უკომენტაროდ.
ამასობაში ქონდა ალტერნატივა:
მარცხნივ ხარაიშვილი. თამაშობს ძალისმიერ ჩემპიონატში. აკვირდება აიაქსი. მოძრაობა, დარტყმა, ჩაწოდება არ უჭირს. ფიზიკურადაც არაა ჯუჯა. მოკლედ იჯაჯგურებდა და გამოანთავისუფლებდა ჯანოს.
მარჯვნივ ზარანდია. სადღეისოდ ჩვენი საუკეთესო დრიბლიორი. აქვს მაღალი სასტარტო და დისტანციური სისწრაფე. შეუძლია შორიდან დარტყმაც. საჭიროების შემთხვევაში (0:0 ან 1:1, მე-60-ე წუთი, შვეიცარია მოდის ვა-ბანკზე) შეეძლო თავდამსხმელად დაყენება, რადგან დააბავდა 2-3 მცველს და კონტრშეტევაში რეალურად გაიქცოდა კიდეც.
ცალკე გვილიაზე.
დებილები არ არიან შვეიცარიაში, პოლონეთში რომ გააიჯარეს

არაა ამ კაცის საქმე შემტევი ნახევარმცველობა. ისაა box-to-box ნახევარმცველი 4-4-2-ისთვის. ანაც, როგორც აქ უკვე აღნიშნეს გამორჩეულმა იუზერებმა, უნდა გადაკვალიფიცირდეს ჩამშლელად.
კვეკვესკირი
ხომ ვამბობდით ერთა ლიგის შემდეგ, რომ უფრო მაღალი დონის გუნდებთან გამოჩნდებოდა სისუსტეები უფრო თვალსაჩინოდ?
ნელია, ნელი და ვერ მოძრაობს საკმარისად. ასევე ხშირად ძალიან ნელია გადაწყვეტილებებში, ბევრჯერ დაიკარგა შეტევის შესაძლებლობა და ზოგჯერ ბურთიც. დაახლოებით 30 წლის წინანდელ ფეხბურთს თამაშობს.
რესურსი რომ სრულად გამოგვეყენებინა, იქნებოდა ასეთი სურათი:
1 ვარიანტი (4-2-3-1):
მეკარე: ლორია
დაცვა: კაშია - ხოჭოლავა - კვირკველია - ხარაბაძე
საყრდენები: გვილია - კანკავა
საყრდენების წინ: ზარანდია - ჯანო - ხარაიშვილი
თავდასხმა: არველაძე
რესურსი შეტევისთვის: კიტეიშვილი, ქვილითაია, ყაზაიშვილი (ეს ორი ბოლო 20-30 წუთს გაქაჩავს)
რესურსი დაცვისთვის: ტაბიძე, კვეკვესკირი
2 ვარიანტი (4-4-1-1):
მეკარე: ლორია
დაცვა: კაშია - ხოჭოლავა - კვირკველია - ხარაბაძე
ნახევარდაცვა: გვილია - ჯანო - კანკავა - ხარაიშვილი
წინწაწეული: კიტეიშვილი
თავდასხმა: ზარანდია
რესურსი წინ: არველაძე, ქვილითაია, ყაზაიშვილი
რესურსი უკან: ტაბიძე, კვეკვესკირი
3 ვარიანტი (3-5-2)
მეკარე: ლორია
დაცვა: კაშია - ხოჭოლავა - კვირკველია
ნახევარდაცვა: გვილია - კიტეიშვილი - ჯანო - კანკავა - ხარაბაძე
თავდასხმა: ზარანდია - არველაძე
რესურსი წინ: ხარაიშვილი, ქვილითაია, ყაზაიშვილი
რესურსი უკან: ტაბიძე, კვეკვესკირი
შვეიცარია აშკარად ვერ იყო კომფორტულად პირველ ტაიმში. იგრძნობოდა, რომ რიდი ქონდათ, უფრო მეტს ელოდნენ ჩვენგან.
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია.
დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ღრუსებს რა? დდსდღვნა!