10 წელია ტიპი დინამოშია. ათი წელი. გონზე ვერ მოვიდა ჯერ. გონზე რა, რაც უნდა და ჭირდება იმას აკეთებს. ხარჯავს სამ ლარს და იღებს 30,000-ს. მაგ კაცისთვის დინამო არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომლიდანაც ფული უნდა გამოწუროს. აი რობაქიძის გამზირზე რომ ბუტკები იდგა ერთ დროს, ეგეთი ბუტკაა მაგისთვის დინამო.
თავის საქმეს აკეთებს ხუთიანზე. არა ბიჭო, ახლა დახარჯავს მილიონებს, მერე წააგებს, გამოვარდება და მინუსებში წავა. წელიწადში ერთხელ , ან ორ წელიწადში ერთხელ ვინმეს გაზრდის და სადღაც 700 ათას დოლარად მიაყიდის. იქ ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ათასებს წამოიღებს. ის აკადემია კიდე კი ინახავს ასე თუ ისე თავის თავს. მერე სადღაც ტოტალიზატორსაც წაუთამაშებს და ეგ არის.
წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გამოვა და იტყვის, რომ აფრიკულ, გულანშაროს, მულღაზანზარის კურსს მიაწვება. კაცია არაა მაგაზე ზეწოლა მოახდინოს. მისია დინამო და როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს. დირექტორთა საბჭო ჰყავს, თუ მე შენ გეტყვი სააქციო საზოგადოებაა და აქციონერები აუჯანყდებიან ან ზეწოლა ექნება ვინმეს მხრიდან. უნდა ჩხეტიანს მოიყვანს, უნდა თემურ მახარაძეს და უნდა ჯონი ჯანელიძეს.
ისტორიას გადავხედოთ. ტიპმა თავის დროზე ბუბა ტყავაძე გაუშვა უკეთესი მენეჯერი მინდაო და ერთი წლის თავზე ისევ ბუბა ტყავაძე მოიყვანა

დინამო მაგისთვის არის სათამაშო, საიდანაც ფულს აკეთებეს.
ასტანამ რომ ამოგვტენა მაშინაც ყველა გაუშვა გულადიმ და ახალი გუნდის შენება დაიწყო მაგრამ მალე მობეზრდა ეგეც.
პ.ს. საუკუნეა აქ აღარაფერი დამიწერია
This post has been edited by vanika on 20 Aug 2020, 20:55