და რაში ვუხდით ამხელა ხელფასს? ცხადაძე მაგის გამო არ გაუშვა ამ ფედერაციამ? დიდი ხელფასი აქვსო?
ამას ნაკლები აქვს?
ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ტიპმა ის ვერ მოახერხა რო უთამაშებელი და უპრაქტიკო ფეხბურთელი არ გამოიძახოს
და არგუმენტად მოყავს რესურსი არ მაქვსო
ქეცბას წარუმატებლობა და კონფლიქტები რო დაეწყო სხვა რამეს ამბობდა? ან მანამდე კუპერი, ჟირესი, ან ტოპმიულერი? დავნიშნოთ მართლა სამსონი ან რავი - გიგლა იმნაძე ისინი რა.. ვერ წააგებენ და ვერ იტყვიან "რესურსი არ მაქვს მეტი რა ვქნაო"?
იგივე წრეზე ტრიალებენ ტიპები, უბრალოდ ბიუჯეტის გობიდან, ორივე ხელით, ეხლა სხვები ჭამენ ჩვენს ფულებს და თან გვაბოლებენ უკეთ გამოგვდის ჭამაო
არანაირი ილუზია პირადად ამ ნაკრებთან მიმართ არ მქონია ..ის რომ ეს გუნდი ოდესმე სადმე გავა, ამის შანსი, დაახლოებით იგივეა, მე რო ახლა, ნუერის ენაზე დავიწყო ლაპარაკი...
და ამ რეალობაში უტოპიური ამოცანების დასახვა და ფანობის დაბოლება (ჩვენი მიზანი ევროპაზე მოხვედრაა) არც უნდა იყოს ფედერაციის ამოცანა..
მაგრამ, ის ხომ მაინც უნდა მოახერხო, რასაც დაპირდი ფანებს როცა გირჩევდნენ:
რო უთამაშებელი და უპრაქტიკო ფეხბურთელი არ მოიწვიო...6 თვის უთამაშებელი ოქრიაშვილი რო გამოგყავს სათამაშოდ და სკამზე ნავალოვსკი რო გიზის...(კიდე რამდენი იყო უპრაქტიკო და უთამაშებელი მეზარება ჩამოთვლა, კაკაბაძე თუნდაც) ამით ჯერ მათ კონკურენტებს რას ეუბნები? თუ არ ჰყავთ კონკურენტები???
მეორე - ამით ხო პირდაპირ აღიარებ, რომ ეროვნული ჩემპი, რომელშიც ბიუჯეტის ამხელა ფულს ათხლიშავ, სინამდვილეში მოხალისეთა და პენსიონერთა სამოყვარულო ლიგაა ...ანუ ამ პენსიონერთა ლიგიდან, ერთ ფეხბურთელსაც კი არ აქვს იმის თავი რო ამ დონის თამაშში 5 ან 10 წუთი შეცვლაზე მაინც შევიდეს..და ისევ ოქრის ათამაშებ, რომელმაც ბოლოს მალდივების პლიაჟზე საძმოსთან ერთად გააგორა ბურთი
და ვისი პასუხისმგებლობაა ჩემპი რო ასეთ საშინელ დღეშია?..ამ ფედერაციის, სამარცხვინო, მახინჯი ე.წ "განვითარების პროგრამის",
სადაც ფეხბურთელი მოიგებს თუ წააგებს გარანტირებულად ბიუჯეტიდან ერიცხება ხელფასი...
და ამ სუპერ გაუგებრობის გამო, ქართულ ფეხბურთში ის თითზე ჩამოსათვლელი კერძო ინვესტიციაც აღარ იდება..
ბიჭები აწვებიან მარტივ პოლიტიკას - აბა დავაი ბრატვა, სანამ ბიუჯეტიდან გვაძლევენ მილიონებს ვჭამოთ ...რა გვენაღვლება
ამ ფონზე ნამუსი როგორ გყოფნით თქვათ რო აი, "რესურსი არ მაქვს, რა ვქნაო"??..
საიდან გექნება "რესურსი" როცა ასე უტვინოდ იქცევი???
ეს ფული ბიუჯეტიდან რო არ იფლაგებოდეს ხმას არ ამოვიღებდი..
მაგრამ, თან ასეთი კატასტროფული თამაშები აჩვენო..თან ამხელა ხელფასს იღებდე, ამხელა საბიუჯეტო "პროგრამას" ჭამდე...
ნამეტანია მეგობრებო
This post has been edited by guriaaa on 27 Mar 2019, 14:50