VoKრავი, მე მაინც მე რაც დავწერე ის არგუმენტები უფრო მგონია სწორი ვიდრე ის, რომ მაგაზეა დაგეშილი ყველა მცველი. ექსტრაკლასა ეგაა, ეგეთი ფეხბურთია. პირველი წელი გავქაჩე როცა იქ ვცხოვრობდი ყოველ კვირა ფეხბურთზე სიარული და მალევე მივხვდი, რომ მაგრად ვწუხდებოდი.
რაც შეეხება რობენს, ნუ შენი ნება და შენი გადასაწყვეტია ეგ თეორია რაც ჩამოაყალიბე, მარა ჯერ რა დროს ეგაა, ჯერ უამრავი რამ აქვს დასამტკიცებელი და თუნდაც საშუალო ევროპული დონის გუნდში მაინც გადავიდეს და კარგი სეზონი დადოს, რომ შემდეგ ეტაპზე გამოვთქვათ ვარაუდები. ისე კი სამწუხაროდ ბევრი გაუცდა ძალიან... ახლა სხვაგან უნდა ყოფილიყო ის ბავშვი, რომელიც ჩემი თვალით მაქვს ნანახი მთელ 17-წლამდე შოტლანდიას როგორ უტარებდა ფეხებშუა ბურთს და დაარბენინებდა ენაგადმოგდებულებს.
ასევე ნაკრებიცაა ფაქტორი. ბევრ ფეხბურთელს და მათ შორის გვილიას ნაკრები ძალიან დაეხმარა კარიერის აწყობაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ლუკას შემთხვევაში არ მოხდა ასე განსაკუთრებით იმიტომ, რომ იმსახურებდა.
აგერ აქაც გამოჩდნენ ისეთები ვინც წერენ - 23 კაცში ვერ მოხვდაო და მენეჯერისთვის როგორი რთულია გუნდის დარწმუნება რომ ტოპია, როცა მართლა საკუთარი მესამე ხარისხოვანი ქვეყნის ნაკრებში არ იძახებს მწვრთნელი, გინდა არ გინდა ეგეც ფაქტორია...
Дым,веселящий душу . . .
-------------------------