ირაკლავინ აპრავებს? დაუკვირდი რას წერ, შენთვისვე გეუბნები

მერე მეორე, თუ მიმაჩნია რომ რუბინში გარანტირებული დრო უკეთესია, ვიდრე ლოკომოტივში მირანჩუკებთან და ფარფანთან კონკურენცია, ვაპრავებ?
tornike71 კვირკველია იყო 18 წლიდან ლიგაზე რომ ათამაშებდა რუბინი. საქართველოში რომ არავინ აიყვანა და რუბინში მიცეს სათამაშო დრო, ეგეც ეგ იყო

თან როგორ ენდობოდნენ იცი? შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და მაინც ათამაშებდნენ, პირველ რიგში მაგ გუნდის დამსახურებით მივიღეთ ის კვირკველია რაც ახლა გვაქვს, რომელიც 3 საუკეთესო ქართველ ფეხბურთელში შედის ულაპარაკოდ!
რაც შეეხება სკამის ხეხვას, აუ რუბინის დედას ######, რუსეთის დედას ###### და ასე შემდეგ საუბარს, მოდი ვიმსჯელოთ რატომაც ხეხავდა სკამს.
დავიწყოთ იქედან რომ ეს მოხდა კლუბში ევროპელი მწვრთნელის მიყვანის შემდეგ. ხავიერ გარსია რომ კარგი მწვრთნელია რუბინამდეც დაამტკიცა და რუბინის შემდეგ მითუემტეს, ახლა უოტფორდში რა დონეზეც მუშაობს კი ხედავ.
ჩემს აზრს დავწერ, ახლახან ლოსკოვმა რა თქვა საბაზე? ზარაციო....შენი პოტენციალის გამო ამ სიზარმაცეს გაზაევს, სიომინს, ბერდიევს და ა.შ. გამოაპარებ ან ძალით დაყლევებენ თავს, მაგრამ ევროპელს ვერა რა, ზუსტად მაგის გამო + საფეხბურთო აზროვნების გამო მოუწია სკამის ხეხვა იმ პერიოდში საბას.
კიდევ უფრო რომ გასაგები გავხადო რაზეც ვსაუბრობ, მიხეილ აშვეთიას მაგალითს მოვიყვან, უნიჭიერესი ფორვარდი, აი ყველაფერი რომ ქონდა ისე. თავზე დამიხო საქართველოს ჩემპიონატი როცა კარიერას იწყებდა (ახლა ვნახე 130 მდე გოლი გაუტანია სამგურალი, ტორპედო, დინამო) და სადღაც 24 წლის ასაკში წავიდა არც თუ ისე ძლიერ დანიის ჩემპიონატში. აი როგორ ვერ უნდა გაექაჩა? ხო უნდა ეფრინა იქ? მაგრამ ვერ ითამაშა, წავიდა რუსეთში და ტოპ ფორვარდი გახდა.
კიდევ ერთ მაგალითს დავწერ, წავიდა ჩელსიში თავის დროზე რატი ალექსიძე (ესეც ძაან მაგარი იყო აქ) მაგრამ რა? რამდენი თამაში ითამაშა?
კაი ჯანდაბას კიდე ერთს დავწერ

გიორგი დემეტრაძე, ამან დაიმხო კი არა, გადაიმხო თავზე საქართველოს, რუსეთის და უკრაინის ჩემპიონატი, მაგრამ სოსიედადში რა ქნა რო წავიდა? ხო, რა ქნა?
მარტო წასვლა არაა მთავარი ბიჭებო, სხვა მილიონი დეტალია. ზუსტად ვიცი რასაც ვწერ, იგივე აშვეთია ჩემი ძმაკაცია, დემეტრაძეს კიდე ახლოს ვიცნობ.
ამ ყველაფერს თქვენ თუ გინდა გაპრავება ეძახეთ თუ გინდათ გამოპრავება, მაგრამ ფაქტი ერთია, სანამ ფეხბურთელისთვის კონკრეტული კლუბის არჩევა მოხდება მანამდე უნდა განისაზღვროს მისი პოტენციალი და აზროვნების უნარი.