საინტერესო საუბარი გახურებულა:
ბოხუა არის თავისი საქმის მხეცი
ბოხუას გაკეთებული ლოგო არ მომწონს, ნახევარი გულით აქვს გაკეთებული სავარაუდოდ

თხოვეს რომ წინა განეახლებინა და ეგ გააკეთა - უკეთაც შეეძლო ცხადია
D მოხსნა იმიტომ რომ "რუსულია" და გუნდს დინამო დარჩეს სახელად, უაზრობაა... ის D სულაც არაა რუსული და დინამო როგორც სახელი ცალსახად საბჭოურია...
დინამო ბათუმი ყოველთვის იქნება მეორე დინამო ამ ქვეყანაში, ამიტომ მიუხედავად 2 წლით ადრე დაარსებისა და საკმაო ტრადიციებისა, მე ამ გუნდს ბათუმს დავარქმევდი - FCB
ჩვენი დინამოს რებრენდიგისას ძალიან ბევრი საუბარი და წინააღმდეგობა შემხვდა დ-სთან მიმართებაში, საბოლოოდ მაინც გავიტანე რაც გავიტანე და მგონი დღეს უკვე ძაან გაჯდა დინამოს მიმინოიანი "დ" ხალხის გონებაში...
ბათუმს მზად ვარ ნებისმიერ დროს მთელი გულით და უანგაროდ ვემუშავო ნებისმიერ მსგავს საკითხზე. რამხელა და რამდენბიუჯეტიან პროექტსაც არ უნდა ვაკეთებდე, საფეხბურთო ბრენდინგ-მარკეტინგი მაინც ყველაზე სასიამოვნო საკეთებული საქმეა ჩემთვის