არარატთან წაგება ყველაზე მეტად იმიტომ არ მინდოდა, რომ დარწმუნებული ვარ, ამ წაგებას ადეკვატურ შეფასებას ვერც კლუბი მისცემს, ვერც გულშემატკივრების 90% და ვერც სახელმწიფო.
,,სომხებთან რო წააგებ ჩემი კაი" იქნება დასკვნა ამ ყველაფრიდან და ემოციურ ფონზე, რაღაც ###ობა გადაწყვეტილებებს ვიხილავთ.
--------------
საბურთალოდან თუ კითხულობთ ამ თემას ვინმე, მინდა მოგმართოთ:
იმიტომ კი არ გაგაკრიტიკეთ ასე მწვავედ, რომ სომხურ გუნდთან წააგეთ (ბევრი მაგის გამო იგინება, თუმცა, მათ აზრს მნიშვნელობა არ აქვს)...გაკრიტიკებთ იმიტომ, რომ:
1. ჩემპიონობის შემდეგ, 8 თვე და 2 სატრანსფერო ფანჯარა გქონდათ ჩემპიონთა ლიგისთვის მოსამზადებლად. იანვარში შეგეძლოთ გაგეძლიერებინათ გუნდი, ეროვნულ ლიგაში გამოგეცადათ ახალწვეულები და თუ ვინმე ვერ გაამართლებდა, ზაფხულის ტრანსფერებისას კიდევ ,,გადაგეზღვიათ" შეცდომები.
2. იცოდით, რომ შინდაგორიძესა და ვაგნერს ზაფხულში უმთავრდებოდათ კონტრაქტები. დეკემბერში უნდა დაგეწყოთ მოლაპარაკებები გახანგრძლივებაზე და თუ უარს მიიღებდით, გეზრუნათ გასხვისებაზე და იანვარშივე მოგეყვანათ შემცვლელები. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ერთი RW-ს იანვარშივე მოიყვანდით, მეორეს ზაფხულში.
3. ვაგნერის სახით, ხელის გულზე გიდევთ ძალიან მაგარი პრეცედენტი – ჩამოიყვანეთ კაპიკებად ტიპი, ფეხბურთელადაც გამოგადგათ, ერთხელ ფინანსური სარგებელიც ნახეთ არენდით და კიდევ ნახავთ ფინანსურ სარგებელს.
იმის ნაცვლად, რომ სკაუტინგ სისტემა დაგეხვეწათ და იაფიან ბაზრებზე საინტერესო ახალგაზრდები გეპოვათ, 27-28+ ასაკის პიკგადავლილ ფეხბურთელებზე ააწყეთ სატრანსფერო პოლიტიკა. მათგან ვერც სპორტულად იხეირეთ და ფინანსურადაც ვერ იხეირებთ მომავალში.
4. კარგად იცით ჯგუფში შესვლა რამხელა შემოსავლებთან არის დაკავშირებული. არ ელოდით ასეთ წილისყრას და ვერ გარისკეთ 1-2 ,,ძვირიანი" ფეხბურთელის ჩამოყვანა. ვაიდა ჯგუფი ვერ დაიდოს, რა გადაიხდის ამ ხელფასსო, ფიქრობდით...ვინც ვერ რისკავს, შამპანურსაც ვერ სვამს...ჩემპიონთა ლიგაზე რომ ხარ და გამოვარდის შემთხვევაში ევროპის ლიგაზე, ჩემპიონების გზით აგრძელებ ასპარეზობას...აქ უნდა გარისკო თუ რისკი შეგიძლია, თორემ ევროპის ლიგიდან პრაქტიკულად შეუძლებელია ჯგუფის დადება.
5. ამოიგდეთ თავიდან, რომ ქართველებზე უკეთ მსოფლიოში ცოტა რომ თამაშობს ფეხბურთს....მართლა ძაან ნიჭიერები ვართ, მაგრამ ძაან ცოტანი ვართ. თქვენს 1 აკადემიას არ შეუძლია იმდენი ხარისხიანი ფეხბურთელი აწარმოოს, რომ 2-3-ჯერ დიდი ბიუჯეტის გუნდები რეგულარულად გააგდოთ.
სადაც არ გეყოლებათ მალი-ლაკვეხელიანის დონის კადრი აკადემიიდან, ეძებეთ სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, უკრაინაში...ასევე მესამეხარისხოვან ჩემპიონატებს თუ კარგად შეისწავლით, რამდენიმე ჯგუფურის დონის ფეხბურთელი ყველა ჩემპიონატში შეიძლება იპოვო (ფარერებზეც იპოვი ფეხბურთელს და მალტაზეც...კარგ სკაუტინგ სისტემას თუ ააწყობ)
გამოდით ამ სადღეგრძელოების რეჟიმიდან. არც სომხებთან წაგება ტეხავს და არც ყაზახებთან და არც აზერებთან საკლუბო დონეზე....ფულს სადაც ჩადებ ყველგან გააკეთებ მაგარ გუნდს. ტეხავს, როცა შენი უუნარობით აგებ. სომხებთან წაგების გამო კი არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, თქვენი მენეჯმენტის გამო გაქვთ საბოდიშო იანვრიდან დღემდე....
სომხებთან წაგება ყოფილა ტკივილი თურმე...იგივე დონის შოტლანდიურ გუნდთან წაგება არ გატეხავდა ჰო? უბედურებაც ეგაა, რომ არ გატეხავდა
ეს ვიწრო ნაციონალური კომპლექსები, კუტუების დატოლება და ჩიტო-გვრიტო
This post has been edited by George:) on 16 Aug 2019, 18:22