ალეკო კაკაურიძის მატჩის ანალიზს არ ელოდებით და ისე აკეთებთ დასკვნებს?

ხუმრობა იქეთ იყოს და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზაფხულია, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ზაფხულის ტრანსფერებზე. ყველანაირი საშუალებით უნდა ჩაერთოს ფედერაცია ამ პროცესში. ასევე სამუშაო გოგიას და წიტაიშვილის ნაკრებში თამაშზე. გოგია ბუნდესლიგაში ითამაშებს, კლიმენტიჩს დრო გაეზრდება დინამოში.
დავიწყოთ უკანა ხაზით, კაკაბაძე უსუსტესი იყო გუშინ, პოზიციურად და დაცვით ფუნქციებში მოიკოჭლებს, მარტო გუშინ? თითქმის ყველა თამაშში აქვს ხარვეზები (განსაკუთრებით ძლიერ გუნდებთან) სამუშაოა მჭედლიშვილის ნორმალურ გუნდში ტრანსფერზე და ნაკრებშიც უნდა გამოიცადოს, კაკაბაძემ ინდა იგრძნოს რომ უალტერნატივო არ არის ნაკრებში.
დანიასთან კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ სოლომონა-ხოჭოლავა უალტრნატივო წყვილი უნდა გახდეს ნაკრებში, ამაზე ორი აზრი არ უნდა ქონდეს ვაისს! თორემ სულ რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს, მაინც დაგვერხევა მანდ. სისწრაფე დაკაგული აქვს უკვე კაშიას, ნებისმიერ სწრაფ შემტევებთან დიდი პრობლემა შეგვექმნება. თუმცა ერთი რამის მეშინია, ფონსეკა წავიდა შახტარიდან და ხოჭომ სასტავი არ დაკარგოს

(თან ორდეცით დაბრუნდა) თუმცა არ ვთვლი რომ ხოჭოლავაზე რამით ნაკლებია დვალი, კარგ კლუშია და იმედია გააგრძელებს პროგრესს.
რაც შეეხება მარცხნივ, ძალიან ვაფასებ ნავალოვსკის, გიბრალტართან პირველი ტაიმი რომ მორჩა უნდა გენახათ როგორ უხსნიდა ხარაბაძეს რაღაცეებს, გამისწორდა მაგრად, თუმცა საბოლოოდ უნდა მოხდეს ხარაბაძის ძირითადში დამკვიდრება, კარგია რომ ეტაპობრივად აჩვევს ვაისი.
მივადექით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ტრანსფერს! აბუ ტვენტეში უნდა გადავიდეს...ან მსგავსი კალიბრის გუნდში. აბუ-ჯაბა ან აბუ-გვილია, კარგი ცენტრებია. ასევე გვილია მომავალი გუნდიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გუშინდელიდან გამომდინარე გასაგებია რომ ყველაზე სუსტი რგოლია საყრდენი ზონა, თუმცა ისიც დაიმახსოვრეთ რომ კვეკვესკირის ამოგდებით სულ სხვა გუნდს მივიღებთ.
მადლობა კიტეს გუშინდელი დღისთვის, რაც შეეძლო იშრომა. გააგრძლოს მასე და უკეთე კლუბშიც წავა. ძაან მნიშვნელოვანია ჯანო ანანიძის ტრანსფერი, როგორც იწერება ეს კლუბი შეიძლება კრასნოდარი იქნეს, სულ სხვა დონის ფეხბურთელს მივიღებთ.
ლობჟანიძემ უფრო მაღალი დონის გუნდში უნდა წავიდეო, წესით გუშინდელმა თამაშმა უნდა შეუწყოს ამაში ხელი, ვნახოთ აბა რა მოხდება.
ნუ სხვა ნახევარმცველები კი ვიცით...ერთს დავამატებ, კვარაცხელია კარგი იქნება სადმე სხვაგან თუ წავა, ლოკომოტივში მუდმივად ძირითადი, მაინც არამგონია გაქაჩოს ჯერ.
ქვილითაია რჩება? სასიცოცხლოდ გვჭირდება მისი სათამაშო პრაქტიკა. გასარკვევია რა ხდება მაგ ბიჭზე! მჭედლიძემ 100 % წამოვედი ემპოლიდანო, სად წავა საინტერესოა, იქნება უშველოს ჰაერის გამოცვლამ და ჯანზე იყოს. გაბედავამ ევროპაში მინდა დარჩენაო, თუ მოარტყა პოლონეთის გუნდი ისევ, მაგარი იქნება, ფუტკარივით მშრომელი ბიჭია და მოერგება ნაკრებს, ნუ არველაძე-ლობჯანიძე-ზივზივაძე-არაბული, ამ კატეგორიას ჯობია.
ვნახოთ მოკლედ, ამ ზაფხულში გამოჩნდება ბევრი რამ...კობი-იაშკა უნდა ჩაერთოს მაქსიმალურად.
ერვნული ნაკრები ბევრი რამის ერთობლიობაა, ამიტომ ეროვნულ ლიგაში მუქთახორების მოცილებას და სხვა დეტალებს უნდა მიეხედოს.