LM/LW ძირითადი პოზიციაა შემდეგი ფეხბურთელებისთვის:
ჩაკვეტაძე
ყაზაიშვილი
ოქრიაშვილი
კიტეიშვილი
ლობჟანიძე
კვარაცხელია
დავითაშვილი
მერებაშვილი
უპრობლემოდ შეიძლება ჯანოს გამოყენებაც.
მოკლედ, ამ ეტაზე, ხარას სანაკრებო შანსები მიზერულია, თუ სხვა პოზიციაზე არ მოსინჯავს ვაისი. (ცენტრალურ ნახევარცმველად, მაგალითად)
ხარა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართველი ფეხბურთელია,მაგრამ ასეა...
თუმცა იმედი მაქვს, რომ კარგ ჩემპიონატს დადებს და დაწინაურდება ამ კონკურენციაში.
საბურთალოს მომდევნო ტრანსფერის 50% ეკუთვნის. ამიტომ, იაფად არ გაუშვებს გიოტებორგი

სიტყვაზე მილიონად გაყიდოს, გამორიცხულია

თუკი 17 წლის ნიგრენი გაყიდეს 4 მილიონად, უნდა ვივარაუდოთ, რომ 23 წლის ხარაში 2-2.5 მილიონს მოითხოვენ.
გამოჩნდება ამხელა თანხის გადახდის მსურველი? რთული სათქმელია.