საინტერესო წილისყრები გაიმართა U17 და U19 ნაკრებებისთვის.
როგორც 2021 ასევე 2022 წლის ევროპის ჩემპიონატებისთვის.
სანამ ახალ 2021 და 2022 წლების წილისყრებზე გადავალ, 2020 წლის ჩაშლილ ევროპის ჩემპიონატებს შევეხები. 2019 წლის შემოდგომაზე რამაზ სვანაძის გაწვრთნილი U19 2001 წლიანები ელიტრაუნდში გავიდა.
ასევე ჩიტაურის გაწვრთნილი U17 2003 იანები გავიდა ელიტ რაუნდში 2019 წლის შემოდგომაზე ჩატარებული შესარჩევი პირველი ეტაპიდან.
ორივე შემთხვევაში 2020 წლის მარტში ჩასატარებელი ელიტრაუნდები გაუქმდა. გაუქმდა ზოგადად Euro2020 U19 და Euro2020 U17. შესაბამისად 2003 წლიანები გამოტოვებენ 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს. 2001 იანები კი გამოტოვებენ 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს. თუმცა 2001 წლიანებს 2023 წლის U21 ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა აქვთ გარანტირებული და აქტიურად შევლენ 2000 იანებთან კონკურენციაში.
რაც შეეხება 2021 წელს გასამართ EURO2021 U19 წარმოდგენილი იქნება 2002 წლიანებით. U17 2004 წლიანებით. U18 ასაკში 2002 წლიანებს მიქაძე, U16 ასაკში 2004 წლიანებს ხიზანიშვილი წვრთნიდა.
აღსანიშნავია რომ 2021 წლის შესარჩევები განსხვავებული ფირმატით ჩატარდება ორივე ასაკში. პანდემიის გამო შეიცვალა. აღარ იქნება შესარჩევი და ელიტ რაუნდები. უ19 ის შემთხვევაში იქნება ჯგუფი და შემდეგ ფლეიოფი. 17 წლამდელების შემთხვევაში მხოლოდ 1 ჯგუფი.
U19 ის წილისყრა 2002 წლიანებისთვის - ჯგუფის მასპინძელი ხორვატია, ჩვენ, ლატვია და ყაზახეთი. სულ 13 ჯგუფია, ჯგუფის გამარჯვებულებს დაემატება პორტუგალია და 14 გუნდს შორის გაიმართება ფლეი ოფი. გამარჯვებულ 7 ნაკრებს დაემატება მასპინძელი რუმინეთი. ჯგუფის თამაშები გაიმართება 2021ის მარტში, ფლეიოფები მაისში. ფინალური ტურნირი ზაფხულში. ფინალურ ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს 8 გუნდი.
https://www.uefa.com/under19/news/025f-0fea...ng-round-guide/U17-ის წილისყრა 2004 წლიანების - მასპინძელი საქართველო, ბელგია, უკრაინა, ლიეტუვა. სულ 13 ჯგუფია. ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ ევროპის ჩემპიონატზე. მათ დაემატებათ ესპანეთი, ნიდერლანდები და მასპინძელი კვიპროსი. ფინალური ეტაპი 16 გუნდიანი იქნება. შესარჩევი გაიმართება 2021 წლის მარტში, ფინალური ეტაპი მაისში.
https://www.uefa.com/under17/news/025f-0fea...ng-round-guide/ასევე შედგა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატებისთვის U19 2003 წლიანების და U17 2005 წლიანების კდნჭისყრები. აქ უკვე ყველაფერი კალაპოტში დგება. იქნება ჩვეულებრივი შესარჩევები და ელიტ რაუნდები. შესარჩებები გაიმართება 2021 წლის შემოდგომაზე, ელიტ რაუნდები 2022 წლის გაზაფხულზე. ფინალური ტურნირი 2022 წლის ზაფხულში.
U19 ის ჯგუფში 2003იანების : ნორვეგია, საქართველო, უელსი, კოსოვო
https://www.uefa.com/under19/news/0263-10c8...ing-round-draw/U17 ის ჯგუფი 2005იანების: უნგრეთი, ისლანდია, საქართველო, ესტონეთი
https://www.uefa.com/under17/news/0263-10c8...ing-round-draw/ამ პანდემიის მერე ცოტა რთილო იყო ამ ახალფორმატევში გარკვევა და ამიტომ დავწერე ძირფესვიანად.