ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ეროვნული ნაკრები): „კარგია, რომ ერთა ლიგის ახალი ციკლი გამარჯვებით დავიწყეთ, ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ და ამ მატჩშიც 3 ქულის აღებას ვგეგმავთ.
ახლა მთლიანად ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტრებული, რადგან ბელარუსამდე ჯერ კიდევ შორია. ყველაფერი იქნება დამოკიდებული თამაშის ხარისხზე, ტრავმებზე , მაყურებელზე. ბელარუსის არ არის ცუდი მოწინააღმდეგე, მათი ძირითადი ბირთვი ადგილობრივ ჩემპიონატში გამოდის და მიმდინარე ზაფხულს, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მათი ჩემპიონატი არ გაჩერებულა.
დარწმუნებული ვარ, რომ ბელარუსთან ყველა ფეხბურთელი 100%-ით და მეტით დაიხარჯება. ჩვენს ხელშია ჩვენი შესაძლებლობები, მთავარი იქნება, რომ იმ ადამიანებს მოვუტანოთ სიხარული, რომლებიც დინამო არენას ავსებდნენ.
რაც შეეხება ფეხბურთელების ფაქტორს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის მზადაა და გუნდს დაუბრუნდა ვაკო გვილია, მან რამდენიმე დღე დაისვენა. ვაკოს ტრავმა არ ჰქონია, ჯანმრთელობის მცირე პრობლემას უჩიოდა.
მოგეხსენებათ, ამერიკიდან ევროპაში გადაადგილება კორონავირუსის გამო გართულდა, თუმცა გვაქვს კლუბიდან პირობა რომ კაშია და ყაზაიშვილი ბელარუსთან დაგვეხმარებიან. აქვე აღვნიშნავდი კაშიას ფაქტორს , თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის, ვაკო კი ეროვნულ ნაკრებში თამაშისთვის ყოველთვის მზადაა.
ყველას სურს, რომ ის ჩაკვეტაძე იხილოს, როგორადაც მან დაგვამახსოვრა თავი 2 წლის წინ. ვნახეთ მისი ხარისხიანი თამაში ესტონეთის წინააღმდეგ. ნებისმიერ მოთამაშეს თამაშის პრაქტიკა სჭირდება . იმედს ვიტოვებ, რომ ბელარუსისთვის ის კიდევ უფრო კარგ ფორმაში იქნება. ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნება არც ისე მარტივია.
გახსოვთ, რომ სხვადასხვა დროს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივეცით შანსი. მაგალითად, ხარაბაძე, არაბიძეს, კვარაცხელიას. ასეთმა ფეხბურთელებმა კარგი კარიერისთვის ბევრი უნდა იშრომონ. კვარაცხელია კლუბში დიდ პროფესიონალთან მუშაობს, მოედანზე კარგი ხარისხი აქვს, ბურთი უყვარს , დიდი ტალანტია და იმედია , რომ განაგრძობს პროგრესს".
https://setanta.ge/articles/45486/vladimir-...jS0GzmSS6tjfOJI