კანკავას უნდა გაეტანა 100 %-იანი. ცარიელ კარში არტყამდა და ხელს აღარავინ უშლიდა, უბრალოდ სწრაფი მოქმედება და კარგად დამიზნება უნდოდა.
ლორია - განსაკუთრებული საქმე არ ქონია, გოლის მომენტში უკეთ თამაში მართებდა.
კაკაბაძე - ნორმალურად ითამაშა
კვერკველია - ჯერ ვერ არის ბოლომდე ფორმაში
ხოჭოლავა - გოლისას ალბათ უკეთ დაზღვევა შეეძლო
მალი - "გოლის ავტორი", თუმცა მალის ბრალი ნაკლებად არის, დებიუტი რომ გაქვს ეროვნულ ნაკრებში, ისედაც საკმარისად ნერვიულობ და კიდევ იმ პოზიციაზე რომ გაყენებენ სადაც ცხოვრებაში არ გითამაშია რა უნდა ქნა. კი მიხვდა მეორე ტაიმში ვაისი რაც მიქარა, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა.
კანკავა - გოლი რომ ვერ გაიტანა ეგ იმას დავაბრალოთ რომ შემტევი არ არის, დალში მგელი იყო, შეჭამა ყველგან ყველა.
კვეკვესკირი - ამისი ერთადერთი მომწონს გრძელი დაფარული პასები, რომლებსაც სამწუხაროდ აღარ აკეთებს.
კვარაცხელია - ისევ სხვა ფლანგზე დააწყებინა თამაში ვალოდიამ, დაიღალა და მერე გადაიყვანა თავის ფლანგზე, ზოგადადაც დაღლილი ჩანდა.
დავითაშვილი - უკეთესად შეუძლია, ვერ ითამაშა კარგად.
ოქრიაშვილი - კარგად მოძრაობდა და იხსნებოდა მაქსიმალურად.
ქვილითაია - რას უნდა ელოდო ფეხბურთელისგან, რომელსაც თავადაც აღარ ახსოვს ბოლოს როდის ითამაშა.
ჩაკვეტაძე - აჩრდილია. ძალიან მინდა ძველი ჩაკვე ვნახო. ამ მომენტისთვის უბრალოდ კლასი ეტყობა, დალშე, აჩქარება არ აქვს, კაცზე ისე მარტივად ვეღარ მიდის და გადაწყვეტილების მიღებისას შენელებულია.
შენგელია - კარგად შემოვიდა მიუხედავად იმისა რომ თავის პოზიციაზე არ იყო. ბოლო დარტყმისას საკმაოდ რთული იყო იმ ბურთისთვის ესე ჰაერში მიმართულების შეცვლა, მაშინ შენგელია კი არა ვინმე ტოპ ლიგაში მოთამაშე ტიპი იქნებოდა.
კაჭარავა - ტლანქია ძალიან, ერთ მომენტში იმხელა სივრცე ქონდა და ბოლოს კუთხური ძლივს მოიპოვა.
ვაისი - თამაშამდე ცოტა მეშინოდა რომ მაკედონიასთან წავაგებდით. თამაშის დასრულების შემდეგ შეიძლება ითქვას რომ: მალი გამოყვანა მარცხენა ფლანგზე იყო ამ თამაშის უმთავრესი შეცდომა, კვარას მარჯვენაზე დაყენება, კვეკვესკირი ძირითადში დაყენება და კიდევ ათასი წვრილმანი.