თქვენ კიდე სერიოზულად რომ განიხილავთ დოღ ლიგას
მოგიყვებით სამგურალზეც რაც მოხდა

წინა სეზონის წინ, ჩემმა მეგობარმა მიხეილ მახვილაძემ დამირეკა, თუ გაქვს დრო წყალტუბოს სამგურალიდან დამირეკეს გამოგივლი და ვნახოთ დირექტორიო, მეთქი ფეხბურთის ნერვები აღარ მაქვს და მიდი ჯერ შენ დაელაპარაკე თუ აქვს აზრითქო. კარგიო, მეორე დღეს ვნახე და კარგი ადამიანი ჩანს დირექტორიო, შეხვედრა უნდაო, ეს დირექტორი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზაზა სოფრომაძე იყო 2-3 დღის დანიშნული. მოკლედ გუნდი წინა სეზონში გავარდა ლიგა 2 დან ლიგა 3 და ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ხოოდა თბილისიდან გამოუშვეს ეს კაცი, ამან კი თქვენ გიცნობთ და არაფერში შეგიშლით ხელს სპორტულ ნაწილში, მე არაფერი გამეგებაო. მახვილაძემ აქ დავიწყე კარიერა, წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთი სოფელ გეგუთიდან არის და რომ არ დავეხმარო არ გამოვაო, დამიდექი შენც გვერდშიო, ტორპედოს რომ უჭირდა უთქმელად ჩამოვიდა სათამაშოდ მახვილაძე და უარის თქმა არ გამოდიოდა...მოკლედ გავეშვით.
რომ მივედით 1 ფეხბურთელი არ დაგვხვედრია გუნდში, 90 % ფეხბურთელების მარტვილის მერანმა წაიყვანა (ისინიც ლიგა 3 ში იყვნენ გავარდნილები) მამუკა ღონღაძე ჩემი მეგობარია (წყალტუბოელია) ხოოდა ეგეც წასული იყო ზუგდიდში და მოვაბრუნე, (კაპიტანიც გახდა შემდეგ, გაითვალიწინეთ კაპიტანი ნახევარი გუნდია) რამენაირად დამატოვებინეთ გუნდი მესამე ლიგაში, მეტს არ ვითხოვ იმ კაცმა არაფერსო, რომ გავარდეთ აქედან საფეხბურთო რუკაზე ვეღად დაბრუნდება წყალტუბოო. მეთქი, რა დარჩენა, რის დარჩენა?!

მეთქი წელსვე ალათქო და მოკვდა ეს სოფრომოძე სიცილით. პირველი რაც ვქენით, ეკიპირება გამოვაწერინეთ, მერე ვიტამინები (მთელი სეზონის) და სავარჯიშო ატრიბუტიკა. ხელფასებისთვის 400-500 ლარები დარჩა, მაგრამ რა გინდა რო ქნა? მაგრამ მე გასწავლით მაგარ რამეს, მთავარია მეკარე დაიმატო ნორმალური (მეშველიანი მივიყვანეთ, ახლაც ეგ დგას) + საქართველოს ჩემპიონატში მთავარია გყავდეს ფორვარდი რომელიც გარბის

ორი ვიცოდით მასეთი და 350-350 ლარებში დავიმატეთ. გზის ფული რომ ქონოდათ...თავიდან ეს 9 ნომერი რომ არის ფოტოზე ის ყრიდა, მერე დავემშვიდობეთ სამწუხაროდ, გაუთვალიწინებელი რამ მოხდა, ეს 7 ნომერი კი სერგი კუხიანიძეა, რომელიც პირადად ათრევს დღემდე გუნდს. შუაში კი მე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოკლედ ფეხბურთელების ნაწილი ზოგი ჩემი მეზობელი იყო, ზოგიც ფეისბუქით მოვიძიეთ, ზოგიც მირჩიეს და გავეშვით

ნუ როგორც, თქვენც კი ხედავდით და აღარ მოვყვები.
მთავარი იყო, სპონსორი მოგვეძია, არც გაძნელებულა. დაევასა რომან ფიფიას ახალგაზრდები და უცნობი ფეხბურთელები რომ იყვნენ და ურჩია იმ კაცს ვინც ახლაა გუნდში, მისი მეგობარია. ვერ ვიტყვი რომ ახლა ყველაფერი სწორად კეთდება, მაგრამ სხვების უბედურების ფონზე ნორმ. გუნდია, აჰა თასის ფინალიც, როცა წინა სეზონში დარჩენას გვთხოვდნენ.
თან არ დაგავიწყდეთ 3 ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებშია, რამდენია სულ დასავლეთის გუნდებიდან ასაკობრივებში?!
ნუ მეც და მახვილაძეც წამოვედით...სპორტულებზე წვეტებიანი ტუფლებით მოსიარულე ტიპებთან კონკურენციას არანაირი მუღამი არ აქვს.
რატომ დავწერე ეს ყველაფერი?! თუკი ვინმეს მუღამი გაქვთ ქართულ ფეხბურთში რაიმე გააკეთოთ, მომწერეთ, დაგეხმარებით ყველას. უმარტივესია ორალურად ჩაახტეთ ამ ბიუჯეტის ვირთხებს