dinamosfanოკ, შეიძლება ზედმეტი მომივიდა, არც იმის პრობლემა მაქვს ბოდიში მოვიხადო.
აი ავხსნათ დეტალურად:
1. ეს 'დორბედო' ფორუმზე გადმოვიდა დინამოს ფანების მხრიდან, რომლებმაც სავარაუდოდ ქუთაისში მართლა ვიღაც 'კუზმა' სასტავი დაინახა 'დორბედოს' რომ ყვიროდა სტადიონზე და აიტაცა.
2. ამ სიტყვის გამოყენებით ცდილობნენ რაღაც 'კულტურული' უპირატესობა დაეფიქსირებინათ რომ ქუთაისის გულშემატკივარი ჩამორჩენილი სასტავია, ვიღაც პროვიციელი ბნელები საკუთარი გუნდის სახელსაც ვერ ამბობენ გამართულად.
3. მერე ეს 'დორბედო' უკვე ფაქტიურად ნორმა გახდა და პრინციპული მეტოქეს ფორუმის დინამოს ფანების რაღაც ნაწილი "დორბედოდ" მოიხსენიებდა, ეს მერე გაცდა უკვე ფორუმელ დინამოს ფანებს, სხვებმაც იფიქრეს ნორმააო და აგერ კაცმა წინა გვერდზე ყველა გუნდი ჩამოწერა თავის სახელით და მხოლოდ "დორბედო" იყო დაკნინებულ ფორმაში.
4. გულშემაკივრებს შორის ხუმრობა მოსულა, ერთმანეთის შეურაცყოფაც რაღაც ფორმებში მაგრამ მაგ ფორმების არჩევანი თავად ადამიანის განვითარების დონეზე მეტყველებს, პირს ვერავის ავუკერავ, მაგრამ ვიღაც ბნელებს რომ ყველაზე აიგივებთ და მთელ გულშემატკივარზე ანზოგადებთ მაგაზე პასუხი იქნება ხოლმე.
This post has been edited by Human Rights on 14 Feb 2020, 18:26