დარბაზი არ შეფერხებულა და პანდემიამდელი გრაფიკით მიდისო
შავიზ ზღვის აუზის ჩემპიონატზე გააჟღერა, რაც ჯერ თეორიის და ბლა-ბლას დონეზე თქვა, მაგრამ მაინც კარგია, რომ როგორც იქნა ფიქრობენ რაღაცაზე და ეტყობა მიხვდნენ ასე ნაჭუჭობა დაღუპვააა. აგერ სომხეთ-აზერების მაგალითი მოიყვანეს და არც კი ვიცი სხვა ჩვენსავით ჩაკეტილი საკლუბო კალათბურთით ქვეყანა თუ არსებობს საერთოდ ფიბა-ევროპაში, ევრობასკეტის სისტემატიურ მონაწილეებზე აღარ მაქვს საუბარი...
მსოფლიოს შესარჩევი იქნებაო გაისადო, ანუ სანაკრებო თამაშები იქნებაო, მაგრამ ისე გამოუვიდა თითქოს ევრობასკეტის მოსამზადებლად კარგიაო ... (?)
გულდასაწყვეტი იქნება მეორედაც თუ გავანიავებთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიულ შანსს (შერმას ტენერიფესთან კონტრაქტი ამ მხრივაც კარგი ფაქტორია)
ახალგაზრდულის ბ დივიზიონზე ვინარჩუნებთ მასპინძლობას გაისისთვის

საინტერესოა ასაკობრივი ზღვარი თუ შეიცვლება, თუ ეს თაობები ფაქტიურად გამოტოვებს მნიშვნელოვან ეტაპს თავიანთი კარიერის დასაწყისში პანდემიის გამო ?
სუპერლიგაზე მართლაც რომ გაუგებრად ილაპარაკა, იურიდიულად შეგვეძლო მოგვეთხოვა გაგრძელებაო, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ და გავაჩერეთო ???
ვერ გავიგე ვისთვის და რატომ იქნებოდა გაგრძელება უსამართლო ? აბა წამოწოლა ჯობია, მე შენ გეტყვი ახლა ეგენიც ინდივიდუალურად არ მოემზადნონდ სასწაულად ...
მოკლედ, ძირითადად ეგ იყო ახალი
This post has been edited by QOMAGI on 29 May 2020, 00:00