ეს რა სტატიაა????
https://leadersport.ge/ge/news/details/1483...3B8iFSTCD7Qakuoთორნიკე შენგელიამ დაგლიჯა! შერმადინმაც
ესპანეთის ჩემპიონატი ნონსტოპის რეჟიმში განახლდა. გუნდები ყოველდღე ყომარობენ და ამ საგიჟეთში ჩვენი ბიჭებიც დგანან.
ბასკონია და თორნიკე შენგელია. გრან კანარია და ბექა ბურჯანაძე. ტენერიფე და ესპანეთის საუკეთესო ცენტრი გიორგი შერმადინი.
ბასკონიამ ტენერიფე გატესტა, 79:72 დასვა და ორიდან ორი თამაში აქვს მოგებული. ბასკონია ბარსელონასთან ერთად ჯგუფის ლიდერია.
და, თოკო იყო მონსტრი.
აკრიფა შერმადინმაც.
შენგელიამ აკრიფა 21 ქულა (ყველაზე ბევრი ორივე გუნდში).
შენგელიამ დასვა 7 პასი (ყველაზე ბევრი ბასკონიაში).
შენგელიამ გლიჯა 6 მოხსნა (კი, ყველაზე ბევრი ბასკონიაში).
შენგელიამ 11/7 სროლა გამოიყენა. ბრავო!
შენგელიაზე 7 ფოლი მიიღეს. თოკო შეუჩერებელი იყო.
თოკოს მარგი ქმედების კოეფიციენტი - 34!
შერმადინმაც მაგრად შეუბერა - 18 ქულა, 11 მოხსნა (ყველაზე ბევრი მატჩში) და 13/7 ზუსტი სროლა.
ესპანეთში საქართველომ დაგლიჯა და ეს არაჩვეულებრივი იყო.
და, როგორც გითხარით, ბასკონია A ჯგუფსი ლიდერობს. ბარსელონასთან ერთად. ორივეს 2 მოგება და 0 წაგება აქვს. ნახევარფინალში ორივე ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გადის. თითო ჯგუფში 6 გუნდია.
თორნიკემ და გიორგიმ ესპანეთში აკრიფეს და ესპანეთმა ჩვენ ბიჭებს თავი დაუხარა. მაგარი იყო.