არ იქნება არანაირი სტვენა და არაფერი
ვინც დაუსტვენეს დაუშვებს იქეთ ხალხი და დაუმტვრევენ თავპირს
ნათესავი,ძმაკაცი, ძმაკაცის მამა,ბიძა და ასე შემდეგ

ბაბლის თემაა.
აქ აპროტესტებს ხალხი ვინც ხვდება რაც ხდება და ერთეულები ფეისბუქით, დანარჩენი უწონებს და ტაშს უკრავს

--
სამშობლოს მიმართ სპორტსმენების "ღვაწლზე" და ზოგადად ამ თემაზე მინდა შევჩერდე , რადგან ხშირად შემხვდა "აი შენ რა გაგიკეთებია", "მისი ღვაწლი", "ქვეყანა ასახელა" და ა.შ. კომენტარები ბოლო დღეებში, სატელევიზიო სიუჟეტებშიც შემხვდა მსგავსი ფრაზები. ვეცდები თანმიმდევრულად დავალაგო.
1.სამშობლოს წინაშე ღვაწლი და დასამადლებელი რეალურად აქვთ მხოლოდ იმათ, ვინც მისთვის მოკვდა ან ძალიან ახლოს იყო ამასთან. დანარჩენები უბრალოდ ვაკეთებთ იმას რაც და როგორც შეგვიძლია.
2. "საქართველო ასახელა" არგუმენტი - როგორც უნდა ვატრიალოთ და როგორც უნდა შევაფასოთ, ყველაზე ცნობილი ქართველი მაინც არის იოსებ ჯუღაშვილი, იგივე "სტალინი", თუმცა მის "ღვაწლზე" საქართველოს სასიკეთოდ რა მოგახსენოთ, ჰოდა ეს "ასახელა" არგუმენტიც...
3. რატომ ითვლება სპორტსმენის პირადი წარმატება აპრიორი სამშობლოს წინაშე ღვაწლად?წარმოვიდგინოთ ნებისმიერი სპორტსმენი, მოდი უცხო ქვეყნის, არავის რომ არ ეწყინოს. მაგალითად კრიშტიანუ რონალდუ. პირველ რიგში ყველაფერი რაც მან გააკეთა და მიაღწია, არის მისი პირადი კეთილდღეობისთვის, მასზე მეტად ხომ არ უხეირია პორტუგალიას, არა? თორემ ევრო რომ მოაგებინა და ა.შ., ეგ გასაგებია, მაგრამ თუ ივარჯიშა და ოფლი ღვარა, პირველ ყოვლისა მას წაადგა და მან იხეირა, თორემ მოკვდებოდა მამამისივით ცეროზით. და ის რომ ამით პორტუგალიამაც იხეირა და თან საკმაოდ, ეგ ძალიან კარგია პორტუგალიისთვის, მაგრამ არ ნიშნავს რომ რონალდუმ თავი შესწირა ქვეყანას და არიქა ყველა პორტუგალიელი მადეირადან ლისაბონამდე ფეხებში უნდა ჩაუვარდეს და ბუცები უწმინდოს. რონალდოს ნაცვლად შეგიძლიათ უსეინ ბოლტი და იამაიკა ჩასვათ, ან ჰაკუჰო და მონღოლეთი, არაფერი შეიცვლება.
4. რონალდინიო 4 თვეზე მეტია ზის პარაგვაის ციხეში და 1 ბრაზილიელს არ უთქვამს არიქა გამოუშვით/გამოაშვებინეთ, ცოდვაა ბიჭი, არ დაღუპოთ, სამშობლოს წინაშე ამდენი ღვაწლი აქვსო. და რონალდინიოზე დიდი რამდენი ფეხბურთელი ან სპორტსმენი იცით? მე ცოტა. 2002 ჩემპიონატიც გახსოვთ იმედია და მისი ღვაწლი ბრაზილიის გაჩემპიონებაში მართლაც დიდი იყო, გადაჭარბების გარეშე.
5. შესაბამისად, ნურავინ გვამადლით, რომ სადმე ბირჟაზე დგომას სპორტი არჩიეთ და თქვენი წარმატების დროს საქართველოს დროშა ფრიალებს, ოფლს გარდა რამე სხვა სითხე გაგიღიათ? მართლა ვაფასებ ყველა წარმატებულ სპორტსმენს, მაგრამ ზუსტად ისევე როგორც წარმატებულ დიზაინერს, თერძს, ხაბაზს და კალატოზს. უბრალოდ ქვეყანას ნუ ამადლით, იქნებ მეხანძრეს მეტი აქვს ქვეყნისთის დასამადლებელი? ასეცაა, მე თუ მკითხავთ.
6. სამშობლოს მხოლოდ მაშინ უნდა დაამადლო, როდესაც გაიღებ რამე ისეთს, რასაც ვერ აინაზღაურებ და ვერ დაიბრუნებ, რაღაც ძალიან დიდს. დანარჩენ შემთხვევებში უბრალოდ შენს საქმეს აკეთებ და მორჩა. ანწუხელიძეს შეუძლია დაგვამადლოს, ყველასთვის მარტივად გასაგები რომ იყოს. ან ექვთიმე თაყაიშვილს, საჭმელს რომ იკლებდა და ეროვნული საგანძურისთვის ხელი არ უხლია.
7. ხალხნო, ნუ ქმნით კერპებს ცარიელ ადგილას, უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან გინდათ კერპები გყავდეთ. თქვენ ხართ საბოლოო ჯამში დამნაშავე მათი საქციელისათვის. ფანკლუბებს რომ ქმნიდით თუ ქმნით. რაც უფრო დიდ კერპებს შეიქმნით, მით უფრო დიდი იმედგაცრუება გელით წინ.
სხვებსაც ეხება ეს ყველაფერი, მსახიობებს, მომღერლებს, მედოლგარმონეებს, აკრობატებს, მჩხიბავებს, ჟონგლიორებს, ყველას. მორჩით დამადლებას, თუ რამეს კარგად აკეთებთ, ძალიან კარგი. "მოსაწონი უნდა ვაკეთოთ ყველამ".
This post has been edited by Dima Fan on 9 Jul 2020, 16:21