ისიანის სამქულიანები NCAA-ში - ვილიმ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა
ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდმა კენტ სტეიტ გოლდენ ფლეშისთან 66:80 წააგო, ვილიმ კი მოედანზე 39 წუთი გაატარა და 15 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ისიანმა 4-დან 3 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
https://popsport.com/article/30051-isianis-...matchi-chaatara * * *
მაგარი თამაში მოიგეს მაიკ კრიჟევსკის დიუკთან, მაგარი გუნდია ილინოისი !
მეორე თამაშს ვუყურე წელს ბეჟანიშვილის ვიზატზე და ძაან მაგარი ბიჭია, იმედია ყველაფერს გავაკეთებთ და არ დავკარგავთ !
ფედერაიის პასიურობა მაშინებს, თორემ მე რომ მკითხო, ბევრი არც არაფერია გასაკეთებელი, ქართველობს ყველგან ეს ბიჭი თუ სადმე რამე მინახავს მასზე.
სუფთა სპორტულადაც, სად საქართველოს ნაკრების პერსპექტივა და სად ავსტრიის, რომელიც 99% საერთოდ არ იქნება უახლოეს ევრობასკეტზე.
მოკლედ გვჭირდება ბეჟანიშვილი და იმედია ხვდებიან ამას ფედერაციაშიც.
შერმადინი / ბითაძის იქეთ ყველა კანდიდატზე მაღლა დგას დღეს ვისაც ნაკრებში ცენტრის პოზიციაზე შეიძლება მოვიაზრებდეთ უახლოეს მომავალში .
შესარჩევებში რომ გოგა ვერ გვეხმარება ეგეც კარგად ვიცით, ასე რომ II ოფციაა ცენტრზე ფაქტიურად შესარჩევ ტურნირებზე უახლოეს წლებში, თანაც საჭიროების შემთხვევაში PF-საც დაფარავს.
მიკვირს რატომ არ ახსენებს ფედერაცია საერთოდ ამ ბიჭს ? ან რატომ არავინ არაფერს არ ეკითხება, გურასპაული ხან დიმასთანაა ხან ტაიმაუტში, რაღაც სადღეგრძელოებით და ერთხელ ხო შეიძლება ვინმეს მოაფიქრდეს და დაუსვას ეს კითხვა ?

ძალიან მაინტერესებს რა არის ასეთი სიჩუმის მიზეზი, ბეჟანიშვილს აქვს უარი ნათქვამი უკვე, თუ ჩვენი მიდგომა რომ - "შერმა / გოგა გვყავს და რად გვინდა ბეჟანიშვილი" ? თუ ეს მიდგომაა, მაშინ ძალიან მივქარავთ და მერე არ ვინანოთ, სჯობს დროზე გამოვფხიზლდეთ ...
This post has been edited by QOMAGI on 9 Dec 2020, 20:00