ძნელბედობის ჟამს, დროის გასაყვანად ენისეი სპარტაკ მოსკოვი II-ს ვუყურე 1 საათის წინ.
ჯერ ტობოლის არ იყოს სად თამაშობენ, ჯერ ისედაც ყველაზე ცუდი სტილის თამაში მიდის მანდ და შემდეგ მანეჟი კატასტროფაა.
რა ჩემპიონატი არ მინახავს, რა არ მიყურებია, მაგრამ რუსეთის პირველ ლიგაზე ცუდი თამაში დედამიწის ზურგზე არსად არ მიდის, უბრალოდ არ დარბიან გუნდები, ძალისმიერი ბრძოლები მხოლოდ და სტანდარტები. აქეთ ენისეიში საწყალი ლესკანო გაიჩითა

ტიპს ლივერპული და რეალი უწერია სივში, შემდეგ ანჟი, სკა ხაბაროვსკი და ახლა ენისეი, გულით შემეცოდა, აქეთ ჩვენი ქუთათელაძე გაიჩითა, შესვლაზე შემოვიდა და ერთხელ ვერ გაედო ბურთს, კაცნაკლული იყო პრინციპში სპარტაკი და უკნიდან თამაშობდნენ, მაგრამ მაინც ბიჭი ოდნავ ვერ ჩაერთო თამაშში.კარგ ადგილას არისო ვერ იტყვი, მაგისთვის რუსეთის პირველი ლიგა ტანჯვაა, ისევ აქ ჩამოვიდეს ურჩევნია, თუ აიყვანს ვინმე, ისეთ ასაკშია ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული.