http://lelo.ge/article/%E1%83%94%E1%83%A5%...%E1%83%97-17297"- საინტერესოა, რა ხდება ზაურ მახარაძესა და ბექა ვაჩიბერაძესთან დაკავშირებით. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებში მათი თამაში კანონმდებლობის გამო ფერხდება... და მაინც, როდის შეიძლება ვიხილოთ ისინი ეროვნულ გუნდში?
- ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ეს არ ეხებათ მხოლოდ მათ. ჩვენი სურვილია, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს ყველა იმ ფეხბურთელმა, რომელიც არის ქართველი და გუნდს სარგებლობას მოუტანს. ეს ეხება გიორგი წიტაიშვილსაც. ამ ეტაპზე საქმე ასეა: ისინი უპრობლემოდ ითამაშებდნენ საქართველოს ნაკრებში, უკრაინის ნაკრებში თამაშის დროს ორმაგი მოქალაქეობა რომ ჰქონოდათ. მაშინ ეს ასე არ იყო და ჰქონდათ მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა.
- როდის შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემა?
- სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. არის კიდევ არაერთი ქვეყანა, რომელსაც იგივე რამ აწუხებს. ჩვენ ამ დროისთვის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ფიფასთან. მიდის ამ საკითხზე მუშაობა და არის შანსი, რომ კანონი შეიცვალოს.
- წიტაიშვილი ახსენეთ. ვიცით, რომ ვაჩიბერაძესა და მახარაძეს სურთ საქართველოს ნაკრებში თამაში. წიტაიშვილის შემთხვევაში როგორ არის საქმე?
- მე შევხვდი ფეხბურთელის მამას. რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილია, რომ გიორგიმ საქართველოს ნაკრები გააძლიეროს. უბრალოდ, სანამ არ შეიცვლება კანონი, შესაბამისად, ჩვენც ვერაფერს შევცვლით."
This post has been edited by zurabus on 27 May 2020, 17:29