Count Szegediგრაფო, ჟენევის ფინალის გამო ესპანური გაზეთები რომ გაჩითეთ,
აი, მაგ ჳებ’ბიბლიოთეკის კვალი მაინტერესებს
ხალხმა 35 წლის შემდეგ დაიწყო ფანტაზიორობა, რაგბის "ერთა თასზე"
საბჭოეთს 1985 წელს ტუნისთან მოგებული თამაში შეუბრუნესო
მაგ ტყუილით რუმინეთი ადის მეოთხიდან მეორე ადგილზე,
ანუ ცხადია, ვისი ოინიცაა -- ისე, შეიძლება თავის დროზე თავადაც
ეგრე დაათირეს ჩაუშესკუ იმ უდენო და უტელევიზიო ბნელეთში!
:::
გავაჩაღე ძიება ბევრი მიმართულებით
მივწერე ტუნისს, მაგრამ დუმან -- იმიტომ, რომ ვერ ახსოვთ ის, რაც არ ყოფილა
ვკითხე იმ ხანის მოთამაშეებს, მაგრამ მსგავსი არაფერი გაუგიათ --
რომც დაემალათ, 35 წელში როგორ არ გაბაზრდებოდა სკანდალი
საბჭოთა პრესაში ხომ არასოდეს არაფერი დაწერილა მაგის შესახებ და
იმ ვერცხლის წყალობით ბიჭებს "საერ’კლას’სპორ’ოსტატ"ობა ჩამოურიგეს --
მათ შორის, ორ ქუთათურს: განსვენებულ ვასილიჩს და მოსკოვში მცხოვრებ სერგიას
ხალხმა მიშოვა იმ დროინდელი ნაკრების კიეველი გურუს მობილურიც,
მაგრამ არ მინდა, ამ სიბერეში თავზარი დავცე და ვეხვეწო, რამე ხომ არ გახსოვსო
:::
ჩემდათავად, ინგლისურ ვიკიპედიაში ისე ჩავასწორე, როგორც "ჯერ არს"
https://en.wikipedia.org/wiki/1984%E2%80%9385_FIRA_Trophyმანდ საკითხავია მარტო ის, თუ რად ითამაშეს ტუნისმა და ესპანეთმა ბარაჟი დასარჩენად,
თანაც შემდეგი სეზონის დაწყებამდე -- ოქტომბერში და ნეიტრალურ მოედანზე
მაქვს რამდენიმე ვერსია
ყველაზე ლოგიკური ისაა, რომ ტუნისმა შინ წააგო ესპანეთთან 2 ქულითღა და
რომ დაიკავა ბოლო ადგილი, ფირა-ში იჩივლა, მაგის გამო ვვარდებიო --
ეჭვად მაქვს, რომ მსაჯმა დაწვა: დროს ძაან გადაამეტა, ბოლოს ცრუ ჯარიმა დანიშნა, ანაც
ესპანეთმა ვიღაც ისეთი ათამაშა, ვინც ესპანელი არ იყო და "ფირა" უხერხულში ჩააგდო
სხვა ვარიანტი ისაა, რომ წინა სეზონის დარად, გავარდა ორი გუნდი -- ესპანეთი და ტუნისი;
ქვემო დონეზე კი იყო ისევ ორი ჯგუფი, მაგრამ პორტუგალიამ ინება ამოსვლა, ჰოლანდიამ კი იუარა,
და მაშინ ელიტის მეექვსე გუნდის ასარჩევად ნეიტრალურზე ათამაშეს გავარდნილები
(( ვიკიზე წერია მეორე და მესამე ჯგუფებიო, მაგრამ 1988 წლის საბუთი მაქვს, რომ
ყოფილა 2ა და 2ბ; საბჭოეთმა აიღო ვერცხლი, ხოლო რუმინეთი უმედლოდ დარჩა ))
:::
ტუნისი, ვატყობ, პასუხს არ მაღირსებს -- არადა, ერთხელ უკვე შევახსენე
მაგიტომ მაინტერესებს, რითი ახსნა გადათამაშების დანიშვნა ესპანურმა პრესამ
ეგ მოხდა ფირა-ს 43-ე კონგრესზე, რომში, 1985 წლის ივნისის ბოლოს --
ნიუზში ეგეც შეიძლება ეწეროს, რომ ნორვეგია მიიღეს ფირას 28-ე წევრად:
ლელოშიცა და სპორტშიც აღნიშნეს დიდი ამბით
გადათამაშება შედგა 12 ოქტომბერს, ტუნისმა მოიგო და ესპანეთი გავარდა!
როცა გეცლება, ეგებ დაძებნო 1985 წლის ივნისშიცა და ოქტომბერშიც
:::