ლუკასა და ნიკოს მამაგამოგზავნილია: 2 Jul 2014, 18:14 #41497818 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზაზა ჯან, ვირტუალური ლუდი შენზეა
თემურ ბენდიაშვილის წარდგინებით,
დავურეკე გოდერძი პერონიძეს (2 95 87 95)
დროდადრო ეკითხებოდა ძმას, ნუგზარს (დ.1944)
25 წუთში მომიყვა ბევრი რამ
1981 წელს ფანობა დადიოდა ლენინაკანში (ყოფილა ზურა მეძველიაც)
მერე აღმოაჩინეს თეთრი წყარო = შემაღლებულზე სეტყვის საწინააღმდეგო სადგური იდგა
და იქ იჭერდა თურქეთს
ვერის ბაღის წრემ თანდათან მოტვინა, რომ დაიჭერდა ახლოსაც
ამიტომ ნაცნობობით რადიოქარხანაში გააკეთებინეს ანტენა,
რომელსაც ავტოდან გადმოყოფდნენ და ცდებს ატარებდნენ
პანტიანში ადრეც დადიოდნენ სანადიროდ
საგარეჯოში იყიდეს ტელე–მიმღები იუნოსწ, მუშაობდა 12 ვოლტზე
ერთი კვირიანი ძებნის მოაგნეს ადგილს, სადაც თურქეთს იჭერდა სუფთად
რაკი აქ იყო პალ და იქ სეკამ, მოდიოდა მარტო სურათი, უხმოდ
მერე და მერე გადააკეთეს ეგ ტელევიზორიც ორივე სისტემაზე
მაგრამ ალეკო რონდელი დაყვებოდათ და იცოდა, როგორ დაეჭირა რადიო–რეპორტაჟი:
ამ მეთოდით სურათი იყო თურქული, კომენტარი – ინგლისური
1983 უკვე რეგულარულად უყურებდნენ ევრო–თასებს,
1984 უყურეს მთელს ევროპის პირველობას = საბჭოეთმა იყიდა მარტო ბოლო სამი თამაში
1985 წელს ეიზელის ტრაგედია ნახეს სათადარიგო ადგილას – კოჯორში
აღმოაჩინეს სხვა ადგილებიც, სადაც აჩვენებდა
სახელი მალე გაუვარდათ = ბევრმა გაიკეთა ეგეთი ტელევიზორი
ადიოდნენ კოლონებად,
დაინტერესდა სუკიც და თავადაც ზვერავდა მაგ კაი ადგილებიდან
სხვები დადიოდნენ ჯავახეთში = გივი შუღაროვთან
@
მაგ ამბებიდან 25 წლის მერე კი, ამერიკის საელჩოს რომელიც მუშაკს უთქვამს,
მაშინ სია–ში ვმუშაობდი და ერთი ხანობა პანიკაში ვვარდებოდით,
საბჭოეთი მანევრს არ აცხადებს, ამსიგრე კოლონა კი სამხერთისკენ მიემართებაო
მერე გაუშიფრავთ და თურმე ვერ იჯერებდნენ,
ხალხი ფეხბურთის სანახავდა თუ ივლიდა ეგრე
ეგრეა, მაგათ რა იცოდნენ, როგორ რეჟიმში ვცხოვრობდით ...
+
1988 პირველად მოხდა, რომ საბჭოეთმა ევროპა იყიდა ბარაქიანად =
მანამდე თუ ვერ გავიდოდნენ, ფეხბურთს აჩვენებდნენ წვეთოვანით
ბატონო ზაალ, ქართლოს სვანიძეზე ბევრი არაფერი ვიცი, პრინციპში მარტო ის ვიცი ბელადო რომ იყო
ისიც არ ვიცი ცოცხალია თუ არა
რომელი წლიდან დაიწყო კიროვის პარკში შეკრებები, ქართლოსი როდიდან გამოიკვეთა?
* * *
fexburti2018