Judas Iscariot datberiეხლა თქვენა ნუ ახურეფთ ...
შაბათია, 1966 წლის 5 ნოემბერი და
ქალაქი უკვე საბაირამოდ ემზადება --
შაფათი დასვენების დღედ შემდეგი წლიდან იქცევა!
რეგბი დინამოზე აღარ შეუშვეს, ვაკეში კი გუბეები იდგა
ლოკომოტივი არ ეთამაშა ემვეტეუს, 19 კაციდან ათნიღა დავრჩით
მსაჯური შარებითა და შეუსვენებლივ რეგბობითო
დინამო კი ეთამაშა კიევის სპარტაკს და დაიკავა მეორე ადგილი

იქვე ციმციმ მოეწყო დაჯილდოება და ხედავთ, ვინღა გაუძალიანდა სიცივეს
განსვენებული ფირუზა, აბა, რა ვიცი --
ეგა განსვენებულივე ლელას ჯუფთი ყოფილა და
"რაღაც რეგბზე" რა უნდოდა, ჰამაც იმ არყის’ფერ შაფათს
ტაშს რომ უკრავს, ეგაა ქალაქის კოლორიტი გოგი გუდაძე --
კიკა რომ ჩასვა ღია მანქანაში და ნივრის გალა დაჰკიდა, და ქალაქის
ბობოლათა შვილები რომ არღნითა და სტვენით გააგრიალა ბარნოვზე დილის 6 საათზე
ლოთობასთან ბრძოლის მორიგი კამპანიის ჯიბრზე, რისთვისაც მჟავანაძემ
მადლობა აქეთ გადაუხადა, რადგან ძმაკაცებს შვილებს ვერ დაუჭერდა
ცხვირზე რომ უკიდია ხელი სათვალიანს, ეგაა დენის გირკელიძე --
რაგბის პროპაგანდისტი და გივის კარის მეზობელი
ხუსტარ მგელივით რომ დგას ულვაშა ლაბადაში --
კარლო სარქისოვი, დინამოს ადმინი, ალალად ქართველი კაცი
ბატონ როინს რომ ახლავს ბანოვანი -- რაისა პაპოვა, ვინაც სედოვივით ბალიბულს თამაშობდა
და ვისაც 1963 სპარტაკიადა უთამაშია სომხეთის სახელით, მერე ჩვენს ქარიშხალაში გადმოსულა,
ბოლოს კი ებარა "სპორტი და რამე" ღრუზიის კომკავშირში -- მერე გადასულა ბელღოროდში
ბატონი როინი -- საქართველოს კომკავშირის მთლად შეფი იმ ხანაში!
მერე ეგ ჩეკისტი სედოვი, ვინაც ილიუშინის საამებლად ორი, ჯგუფში ჩარჩენილი გუნდი
დაუმატა ფინალს და ... ფინალში მაგ ორმა (ემვეტეუ, დინამო თიფლის) დაიკავა ორი მოწინავე ადგილი
ჭარმაგი ომის ვეტერანი რომ უდგას გვერდით და რაღაცაზე უთითებს --
მთავარი მსაჯი ტერენწი სწიპანოვ, მაის ფიზაღზრდის კათედრის გამგე
ბაბულიასთვის არ მიჩვენებია და შეიძლება მაინც ვერ იცნოს თავი, მაგრამ
ვაჩვენე ერთი კვირის წინ გარდაცვლილ გელა ტატიშვილს და თავი კი იცნო,
მაგრამ რა კომპანიაში დგას, დაიბნა -- არადა, ყველანი მგონი დინამოს მზარდი ბიჭები არიან
თეთრ-ლაბადიანი რომა დგას ჰალსტხუხით, ეგ ზოგს გოგი ტონია ჰგონია,
სხვებმა კი ლოკოს მაშინვე ყოფილ კაპიტანს, არქიტექტორ შალვა აგლაძეს მიამგვანეს
სხვები ვინ არიან და ახლა სად არიან, ანაც ვინ გოგოები სხედან სულ ზევით ...
ან ბავშვები შემთხვევით ესწრებიან? ამ თემაში არ შემოდიან, რომ გვითხრან, ჩვენა ვართო ...
კიდევ არსებობს რაკურსი, სადაც შევაზ კოდუას აძლევენ სიგელს, და
იქ ვიღაცა შინაურ კინოსაც იღებს -- ნეტავ მიგვაგნებინა ...

:::
აქაა წვრილად ეგ წელი
http://matiane.qaflan.net/Years/1966.htmეს კია საუიბილეო პოსტერი
http://pix.ge/x/a/m/osp3u/მას აქეთ მიიცვალნენ აკოფოვი და ჩემი მეზობელი ლობჟანიძე,
წუხელ კი შეზარხოშებული გივი რეკავდა გუდიაშვილთან,
ბოლო ხანს რად აღარ მკითხულობსო ...
ძაან მოწყენილია და 6 საათი რომ ვურჩევდით ნაწერს, გაეხარდა
ბოლოს ყდაც ჩაგვითვალა
http://qaflan.net/$/GAREKANI_262x380_BLEED=6_QUA=16.pdf :::
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 28 Jun 2020, 21:39