http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2...lo_1973_N86.pdfმოკლედ აქაც მეექვსე ტურის გადადებული პარტის მოიგო ნონამ
პირველივე ტურში წააგო სკოლის მოსწავლე ქეთევან გაჩეჩილაძესთან
* * *
12. ანდრია გაჩეჩილაძე (ოთიაშვილი)
ცნობილი ექიმი, პედიატრი.
დაიბადა 1917 წ. 12 დეკემბერს, ქ. გორში, გარდაიცვალა 1997 წ. დაკრძალულია
თბილისში. მშობლები: ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე – დამსახურებული ექიმი და
ანა გერმანეს ასული მებურიშვილი.
1940 წელს სსი-ს დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ქ. ხაშურში ექიმ-პედიატრად,
1943 – 1946 წლებში – ცხვარიჭამიაში უბნის ექიმად, საიდანაც გადაიყვანეს თბილისის
ბავშვთა პირველ საავადმყოფოში უფროს ორდინატორად.
1957 წლიდან ბავშვთა მე-14 პოლიკლინიკის პედიატრიული განყოფილების
გამგეა, ხოლო 1967 წლიდან დაინიშნა ამავე პოლიკლინიკის მთავარ ექიმად.
1970 წელს გადმოიყვანეს ბავშვთა პირველ საავადმყოფოში, მთავარი ექიმის
მოადგილედ სამკურნალო ნაწილში. ამავე დროს, ჯანდაცვის სამინისტროს განაწესით,
წლების განმავლობაში მის მოვალეობას შეადგენდა საქართველოს რაიონებში
ტოქსიკურად დაავადებულების მკურნალობა ადგილზე. ხშირად ექსტრემალურ
სიტუაციებში უხდებოდა ვერტმფრენით გადაფრენა სასწრაფო გამოძახებით.
სიცოცხლის ბოლოს მუშაობდა თბილისის სან.განათლების სახლის ექიმად. დიდ
დახმარებას უწევდა რეპუბლიკის სხვადასხვა რაიონებს ბავშვთა გაჯანსაღების საქმეში.
მაღალპროფესიონალმა ექიმმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და
მძიმე ავადმყოფი განკურნა. მაკარ მღვდლის შვილიშვილმა, მორწმუნე ექიმმა
ღირსეულად გააგრძელა დიდი მკურნალი მამის საქმე. სიცოცხლის ბოლომდე
პატიოსნად, უანგაროდ და დაუღალავად ემსახურა ხალხს, რისთვისაც დიდი
პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მიღებული ჰქონდა მთავრობის მრავალი
ჯილდო, სიგელი და მედალი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ბროშურა და სტატია
ბავშვთა მკურნალობის სფეროში. იყო რამდენიმე სამედიცინო და სხვადასხვა კავშირის
წევრი.
ა. გაჩეჩილაძეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი ქეთევანი*, ცნობილი მოჭადრაკე,
სპორტის ოსტატობის კანდიდატი. გარდაიცვალა 1991 წელს ამჟამად, ბატონი ანდრიას
ოჯახიდან დარჩა მისი მეუღლე – მარინე ჯანდიერი – ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და
ბალეტის თეატრის ყოფილი კონცერტმაისტერი (ამჟამად პენსიონერი) და შვილიშვილი
– ვახტანგ ავთანდილის ძე კეკელიძე – სტუდენტი .
ალბათ ეს არის ქ, გაჩეჩილაძე, ექიმის შცილი 91-ში გარდაცვლილა
"1970 წელს გადმოიყვანეს ბავშვთა პირველ საავადმყოფოში, მთავარი ექიმის
მოადგილედ "
10 წლის მერე ნინო გურიელის მამა იყო მთავარი ექიმი მანდ
* * *
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8...ulo_cigniII.pdfაქედან მოვიპოვე ინფო გაჩეილაძეზე