საინტერესო ინფორმაციას გადავეყარე შემთხვევით და მინდა აქ გავაზიარო.
https://www.google.com/amp/s/m.haber7.com/a...e-shota-devredeმოკლედ , როგორც გუგლის /მთარგმნელით" გავიგე , აქ ლაპარაკია, რომ ტრაბზონი მეორეჯერ მიუბრუნდა ჩაკვეტაძის ტრანსფერის საკითხს. წინაზე გენიტმა 7 მილიონი მოითხოვა და ამიტომ არ გამოვიდაო, ახლა "კორონას " გამო ბაზარი დაეცა და კარგი შანსიაო,
მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძისადმი ინტერესს იჩენენ ბორდო, ვესტ ჰემი და რომაო.
თან ტრაბზონმა მაგიდაზე თავისი მთავარი კოზირი დადოო -შოთა-არჩილი, რომლებიც არწმუნებენ გიორგის რომ კარგი ვარიანტია ტრაბზონი, რადგან ახალგაზრდებს შანს აძლევს და ძირითადში მოხვედრის მეტი ალბათობაა ვიდრე იმ სამ გუნდშიო.
ეხლა ამ ამბავს თუ დავუმატებთ იმას, რომ გუშინ ტრაბზონმა მთავარი მწვრთნელი გაუშვა და ჭორების მიხედვით 2 ძირითადი კანდიდატი ჰყავთ: აბდულა ავჩი და შოთა, მაშინ საკმაოდ მაღალი შანსია, რომ შოთა და ჩაკვეტაძე ერთად ვიხილოთ ტრაბზონში უახლოეს პერიოდში. მე მგონი არ არის ცუდი ვარიანტი.
პ.ს.ბოლო ინფორმაციის მიხედვით აბდულა ავზჩის "გიოზტეპე" შეუთანხმდა და მალე გამოაცხადებენ მის დანიშვნას. ამ ინფორმაციით კიდევ უფრო იზრდება შანსები, რომ შოთას და ჩაკვეს ტრაბზონში გადასვლასთან დაკავშირებით .