ძაან საინტერესო იქნება რომელიმე ქართულმა პორტალმა რო მოიფიქროს და რუსულ სპორტულ პორტალებზე დაწერილი მიმოხილვების და კომენტარების კრებული გააკეთოს ან რუბრიკის ან სტატიის სახით, კარგი გულის მოსაფხანი რაღაც გამოვა.
ლოკოს მადლობა
მასზე ორი ბევრად ძლიერი კლუბი გამოაგდო
მნიშვნელობა არ აქვს ამას მეტოქეების მხრიდან დაუფასებლობას დავაბრალებთ თუ სხვა რამეს, ფაქტი ისაა რომ გუნდი ისევ ევროპის ლიგაზეა.
გუნდურობა, მონდომება, კონცენტრაცია, რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, ფიზიკური მზაობა
+
სტადიონი, აშკარა აუტსაიდერის სტატუსიდან მოპოვებული ფსიქოლოგიური თავისუფლება
ეს არის ალბათ იმ არასრული კომპონენტების სია რის ხარჯზეც ლოკომ მოიგო ეს ორი თამაში და ნუ დინამოსთან რუსეთის ფაქტორიც უნდა დავუმატოთ.
ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კრაიოვაზე და დინამოზე, სუსტი გუნდი რო შეხვედროდათ, ამ კომპონენტებიდან რამდენიმე გამოაკლდებოდათ და გამოვარდებოდნენ.
მოკლედ უნიკალური შემთხვევაა ეს ლოკომოტივი, უბრალოდ სამწუხარო ისაა, რომ იგრძნობა ესეთი რაღაცეები საუკუნეში ერთხელ ხდება, კონტექსტიდან ამოვარდნილია და ისევ იგივე ქაქში ვართ რაშიც აქამდე ვიყავით

)