ლოკომოტივმა აკადემია ახლა გახსნა დიღომში დავით ყიფიანის სახელობის და ხელოვნური საფარია.
საგურამოში გუნდის ბაზაა და ასაკობრივებიც იქ ვარჯიშობენ.

დინამოს ერთ-ერთი საუკეთესო ხელოვნურები აქვს აკადემიაში, რაც არსებობს იმათში ყველაზე მაღალ ხარისხიანი. მეწერა მაგაზე ადრე პოსტი აქ. ისეთი საფარია, შეიძლება ბევრ ბუნებრივს ჯობდეს, არანაირ კავსირში არაა არც ვინმეს ტრავმის მიღებასთან და არც იმასთან რაც დაიწერა ახლა აქ. ყველა გუნდს ქონდეს ნეტა ეგეთი ხელოვნური.
ეგ სტერეოტიპი, რომ ხელოვნური საფარი არის ცუდი, მოდის იმ ხელოვნურებიდან რაც რუსთავში იყო ადრე დაგებული, მცხეთაში და ა.შ. ეგენი მართლა სასაკლაო იყო.
აკადემიებს და დიდ გუნდებს გადახედეთ, თითქმის ყველგან მაგ ასაკებში ხელოვნურ საფარზე მიდის მომზადება და საფარი თუ ხარისხიანია, არანაირი პრობლემა არაა, ეგ კი არა დღემდე შოტლანდიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, გუნდები თამაშობენ ხელოვნურებზე და ევროტურნირების მატჩებსაც მათ შორის. სკანდინავიაზე აღარ მაქვს საუბარი.
იანგ ბოიზი, ლორიენი, ნანსი, ვოლენდამი, ზვოლე, ჰერაკლესი, ქსამაქსი, კილმარნოკი, ლივინგსტონი და ა.შ.
აგერ რონალდუ ჯუნიორის გუნდის თამაში ბორუსიის აკადემიასთან, როგორმე იუვე დააგებდა ბუნებრივს რაიმე საფრთხის შემცველი და მომაკვდინებელი რომ იყოს.
დინამოს აკადემია არის საუკეთესო ადგილი დღეს ბავშვის მისაყვანად და განვითარებისთვის. დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული პერსონალით და ვინც იქ მუშაობს.
თუმცა აკადემიის ამ დონეზე მოწყობა და მართვა საერთოდ არ გამორიცხავს დიდი გუნდის კარგ მართვას და განვითარებას )))) პირიქით, მჭიდრო და ახლო კავშირში უნდა იყოს, უფრო დიდ და მეტ გასაქანს მისცემს აკადემიასაც უფრო მაღალი დონის და შედეგების მქონდე გუნდი, რომელიც ევროტურნირებზე სისტემატურად გავა და ადგილობრივ ლიგაშიც ბოლო წამებზე პენალტებით და შელოცვებით არ დაკარგავს ან მოიპოვებს ჩემპიონატს.
ჩვენი დონის ჩემპიონატებში თუ არ გეყოლება ისეთი დომიმანტი გუნდი ჯერ შიდა ლიგაში, რომელიც ლამის მეორე წრის დასაწყისში იფორმებს ტიტულს და იმდენად მაღლა დგას სხვებზე ( როგორც შვება 10 წელია ყარაბახი, შერიფი, ლუდოგორეცი და ა.შ.) , სხვა შემთხვევაში ევროპაზეც ჩანს მერე გამოსვლით. აქვს დინამოს ამის რესურსი, მაგრამ ვხედავთ ყველა რა და როგორ მიდის.
This post has been edited by Dima Fan on 19 Sep 2020, 15:04