მოგეხსენებათ, ქართულ კლუბებს სულ მალე ევროპალიგაზე მოუწევთ ასპარეზობა. გადავხედოთ "საბურთალოს", "ლოკომოტივისა" და ბათუმის "დინამოს" მეტოქეთა ბანაკებში მომხდარ სიახლეებს...
კვიპროსული "აპოლონი", რომელმაც 27 აგვისტოს "საბურთალოს" უნდა უმასპინძლოს, 2 ფრანგი ფეხბურთელით გაძლიერდა. ერთ-ერთი მათგანია 32 წლის ფორვარდი ბაგალი დაბო, ვინც ბოლოს ბაქოს "ნეფთჩიში" თამაშობდა და საკმაოდ შედეგიანადაც - 41 შეხვედრაში 21 გოლი შეაგდო. აღსანიშნავია ისიც, რომ მან "აპოლონში" ჩატარებულ პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი.
გუნდის ახალწვეულია ასევე 32 წლის ფრანგი "ვინგერი" ნიკოლა დიგინი, ვინც გუნდს ბერძნული "არისიდან" შეუერთდა.
ნამატია კრაიოვას "უნივერსიტატეაშიც". თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქის ღირსებას დაიცავს 30 წლის ცენტრალური მცველი პაულ პაპი, რომელიც ბოლოს თურქულ "სივასფორში" თამაშობდა.
20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ვლადიმირ სკრეჩუ კი ცოტა ხნის წინ "გენტის" საკუთრება იყო. მერე ის "ლომელში" გაანათხოვრეს, ხოლო ახლა "უნივერსიტატეაში" გაუშვეს.
ბათუმის "დინამოს" მეტოქე ბეერ შევას "ჰაპოელი"კოლუმბიელი შემტევით გაძლიერდა. ჯონათან აგუდელო ველასკესი 27 წლისაა. მას ისეთ კოლუმბიურ კლუბებში უთამაშია, როგორებიც არიან "მილონარიოსი", "სანტა ფე", "ხაგუარესი" და "დეპორტივო კუკუტა".
ამ ფორვარდის ბოლო გაჩერება არგენტინა იყო, სადაც ის "ხიმნასიაში" (ლა პლატა) აგორებდა ბურთს და 4 შეხვედრაში 1 გოლიც გაიტანა.
http://lelo.ge/article/%E1%83%9B%E1%83%94%...%E1%83%9C-23490