sieraleoდიდი ტალანტი ვინცაა მსოფლიოში ყველა ეგრეა
სტარი ვერ დადგები ვერცერთ ვარიანტში თუ გამძლეობა არ გაქვს უმაღლეს დონეზე, დიდი ნიჭი როცა გაქვს შესაბამისი შრომაც არის საჭირო.
ჰალანდმა ბოლო 1 წელში U20;U21; ეროვნული;სალცბურგი;დორტმუნდი ყველგან ითამაშა და მაინც ცხოველივით გამოიყურება
19/20 სეზონში 44 თამაში ითამაშა ყველა ტურნირზე, თან როდესაც 3-4 თვიანი შესვენება იყო, ანუ 8 თვეში
19 წლისამ შეძლო ეს, თან ისე რო 47 გოლი და 11 ასისტი დადო

მაგრამ, დიმამ დაწერა ადრე ჰალანდის საქმისადგმი მიდგომაზე და სავარაუდოდ 13-14 წლიდან ემზადება უკვე ინდივიდუალურად ფიზიკურად
აქ როგორ იზრდებიან ფეხბურთელები? ვარჯიშის მერე სახლში მისვლა მაკარონის და სნიკერსის ჭამა, საღამოობით შიგადაშიგ ლუდის ჩარტყმა, ეგრე რათქმაუნდა რო ფიზიკურად სადღაც გაიჭედები, შეუძლებელია ყველა ესე ბიოლოგიურად ხრუსტალი იყოს.
P.S
საქართველოში მოზარდების 90% არასრულფასოვანი ცილოვანი რაციონი აქვთ
ეს მგონია მთავარი პრობლემა, ნახშირწყლებზე გაზრდილი თაობები მოდიან
This post has been edited by Koto11x11 on 12 Sep 2020, 12:54