მეც არ მძინებია

შემადგენლობაზე ბევრი დაიწერა და გეტყვით ჩემს აზრსაც
მეკარე
მგონია რომ აქ ექსპერიმენტების დრო არ არის და ლორია უნდა დადგეს.
ის რომ ფორმაში არ არის გასაგებია მაგრამ, ერთ თამაშს ყველა თამაშობს ასეთ დროს.
დაცვა
მარჯვნივ კაკაბაძე ამ ეტაპზე უალტერნატივოა (ნაკრების გამოცდილებითაც და ასე თუ ისე ფორმაშიც არის თითქოს)
შუაში კვერკველია და ალაბთ კაშია (როგორც გამოცდილი დუეტი, კაშია არ არის ფორმაში მაგრამ, როგორც ლორია ერთი თამაში ყველას შეუძლია)
მარცხნივ სამი ვარიანტია, დვალი, გრიგალავა, ტაბიძე.
მე პირადად გრიგალავას ვამჯობინებდი, ფიზიკურად ძლიერია და მარცხენა მცველობის გამოცდილებაც აქვს, თამაშითაც თამაშობს და ნაკრებშიც ასე თუ ისე შინაურია.
ამას გარდა 3 მცველიან განლაგებაშიც, შეუძლია მარცხენა ცენტრალურ ვარიანტად დადგეს და წინ თუ კვარაცხელია მარცხნივ გადაწყვიტა კარგი წყვილი გამოვა
ნახევარდაცვა შუაში
დაცვითი. კანკავა და ნებისმიერი (გვილია ან კვეკვესკირი სულ ერთია ამ მომენტში)
რაც შეეხება ამათ წინ, თუ კანკავას არ შეუწყვილდა კიტეიშვილი, არ გამოვრიცხავ რომ კიტე დააყენოს 10-ზე
10-ზე, მეპასე და ბურთის დამჭერი/გადამტანი ყაზიშვილის ვარიანტიც არის რა თქმა უნდა
ანუ 2 ვარიანტი მგონია, ან კანკავა, კიტე, ყაზაიშვილი, ან კანკავა, კვეკვესკირი, კიტე
მარცხნივ კვარაცხელია
მარჯვნივ მე შენგელიასაც განვიხილავდი
თავდასხმასი შეიძლება ოქრის ვარიანტიც ან კაჭარავა ქვილითაიადან (სულ ერთია ამ ეტაპზე)
ანუ გამოვიდა 2 ვარიანტი
1.
ლორია
კაკაბაძე-კაშია-კვერკველია-გრიგალავა (დვალი, ტაბიძე)
კანკავა-კიტე
ყაზაიშვილი
შენგელია-ოქრი-კვარაცხელია
2.
ლორია
კაკაბაძე-კაშია-კვერკველია-გრიგალავა (დვალი, ტაბიძე)
კანკავა-გვილია (კვეკვესკირი)
კიტე
ოქრი-ყაზაიშვილი/ქვილითაია/კაჭარავა-კვარაცხელია