საფარი, სანამ ხელოვნური იქნებოდა, ჩემს ბავშვობაში ფეხბურთზე რომ დავდიოდი, ორმოები და ბუგაროკები იყო.
იმდენი ზედმეტი მოძრაობის სწავლა გვიწევდა ბურთის დასამორჩილებლად რომ სულ უკუღმა ვვითარდებოდით,
მე არ გავყოლილვარ მაგრამ ისენიც ვინც გაყვა.
მერე ამ ხელოვნურებმა კიდევ საერთოდ მოსპო.
კუნთების სხვა კომპლექსი მუშაობს.
მაგალითად კარგ საფარზე კარგად ნავარჯიშევი რომ იყო და მერე ხელოვნურზე მიიღო დატვირთვა,
ისეთივე ტკივილები აქვს მეორე-მესამე დღეს, თვეები რომ არ ივარჯიშებ და ერთბაშად ირბენ.
ყენია გამახსენდა. ფეხის წვერი ნაცვლად ტერფებით რომ დარბოდა, და როგორც კი დიდი დატვირთვა მისცა ფელიქსმა ისეთი ტრავმა მიიღო რომ კი დაასრულა კარიერა
ასევე მნიშვნელოვანია კვება, სნიკერსებზე და რედბულებზე ზიან ბევრი

ცილოვანის, ცხიმოვანის და ნახშირწყლების არასწორი ბალანით მიღება
ეგ დაყოფა რომ არსებობდა კარგა დიდი რომ ვიყავი მერე გავიგე

)
და ზოგ საბავშვო გუნდში მემგონი ჯერ კიდევ არ იციან

))
საერთოდ ქართული ფეხბურთის პრობლემა პროფესიონალიზმია.
ანუ ნიჭს მიღმა, ნიჭზე უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტები რომაა ამის არ ცოდნა.
გადაადგილება და უბურთოდ თამაში, კვება, დასვენება/აღდგენა, დისციპლინა,
ფსიქოლოგიური მდგრადობა, კონცენტრაციის გამომუშავება.
და სანამ ამეებს დახვეწავენ ჯერ მინიმუმ იმის ინფორმირება რომ ასეთი კომპონენტები არსებობს

თანამედროვე ფეხბურთში ისე წავიდა საქმე რომ ნიჭი თუ გინდა ნუ გექნება, მხოლოდ პროფესიონალიზმითაც დგება შედეგი.
აგერ კალაძე აიღე შორს რომ არ წავიდეთ. აღნაგობა თუ ჯდება გინდ ხელბურთში შეაგდე და გინდ ფეხბურთში, შედეგი ექნება
This post has been edited by Goginio on 2 Nov 2020, 03:05