ჩემო მეგობრებო, მოდით მარტო ფორუმზე წერა რომ არ გამოგვივიდეს, საქმეზე გადავიდეთ.
ერთი იდეა მაქვს, რომლის განხორციელების შანსი ძალიან მაღალია და თუ დამეხმარებით, შეიძლება კიდევ ერთი ნაგლი პარაზიტი შეემატოს ჩვენს შემტევებს

საქმე ეხება კლიმენტიჩს...აგერ ახლა იუვენტუსთან აქვთ, სკამზე უზით.
სანამ უკრაინაში იქნება, ეგ აქ ჩამომსვლელი არ არის, კალაძემ დარეკოს სევჩენკოსთან, ბლაა ბლაა ეგ ყველაფერი...
ევროპაში რომ წავიდეს, ჯერ კიევის დინამოში უნდა დაამტკიცოს, თუ იქ დაამტკიცა ნაკრებშიც მიიწვევენ და ჩვენც დავკარგავთ.
ჩვენმა კლუბმა რო იყიდოს რომელიმემ და მერე ევროპაში გაუშვას, ზღაპარია ეგ. იმის იმედად რომ დაველოდოთ რო ვერ ითამაშებს, გააგდებენ დინამოდან და ა.შ. მაგის იმედით გულხელდაკრეფილები ვერ ვიჯდებით...გთავაზობთ ასეთ ვარიანტს.
მოსკოვის ლოკომოტივის დირექტორს, ვასილი კიკნაძეს თუ ვინმეს უსწორდება ყველა აგინებს, სიომინის და ხვიჩას გაშვების გამო.
ხვიჩას ერთი დრიბლინგიც საკმარისია, რომ იწყებენ მის გინებას

ცდილობს ახლა წაიყვანოს ხვიჩა, მაგრამ ვერ წაიყვანს.
ვასილი ალექსანდროვიჩი დიდად ფეხბურთში ვერ ერკვევა, მაგრამ შავის და თეთრის გარჩევა იცის, ლოკოს სერიოზული სკაუტინგი ყავს, მაგრამ წიტაიშვილზე არამგონია მოუვიდეთ აზრად...ხოოდა, რომ შევთავაზოთ ამ ჩვენს მამლუქ ქართველს ძაან დიდი შანსია ლიმონებს გამოვიდნენ და ხვიჩას გაშვების კომპენსირება მოახდინოს წიტაიშვილის მიყვანით.
დაგუგლეთ აბა თქვენც, გადახედეთ ვასილი ალექსანდროვიჩის ისტორიებს...ისეთი პაჟარი აქვს, წამოვა ამ ნაბიჯზე.
პ.ს. ფული აქვთ, ეგ არ არის პრობლემა, მირანჩუკი გაყიდეს, ნუ ისედაც აქვთ რა თქმა უნდა.
ასაკი, პოტენციალი, პოზიცია...არ არის კლიმენტიჩი ნაკლები კალიბრი კვარაზე.
ჭკვიანი ხალხი ხართ, აბა რას იტყვით?! ველოდები თქვენს გამოხმაურებას.