მთელი დღეა ნერვები არ მავს, იმენა ვერ ვისევენებ ერთ ადგილას, ვერაფერი გავაკეთე საქმე.
ამ ფორუმის მპოსტავები უმრავლესობა ხართ ერთ-ერთი მავნე ხალხი უჯიგრო, ვიცი გაბრაზდებით და გინებასაც დამიწყებთ. დეპრესიული და სულ სხვისი ბრალი რომაა ყველაფერი, მგლებისაა ძმაუ ეს ცხოვრება. პროფესიონალი შეიძლება იყო შენი საქმის მაგრამ უთამოყვარეოც ამავდროილად, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.
იმერეთს ლანძღდით ვაისის პრესკონფერენცია რატომ დატოვეო. ვაისს რატომ აწყენინეთო.
ხვალ რომ შანსი გაგიჩნდეთ უმრავლესობა კუდის ქიცინს დაუწყებთ სფფს.
ვიცი პატარა და ღარიბი ქვეყანაა, გადარჩენისთვის სოციალური ურთიერთობები გადამწყვეტი. ყველა გადახლართულია, ხელ-ხელს ბანს პრინციპითაა აწყობილი სისტემა.
სწორი დაიწერა, ჩმორი ხალხი ვართ (მეც თქვენ გვერდით მიგულეთ

), ვინც მივიდა დღეს, მნიშნელობა არ აქვს ვინ იყო, თუნდაც 20 ლარიანი ნაცი ყოფილიყო, იმათ დაუწყეთ გინება, საკუთარი უუნარობა რო დაგეფარათ. აგერ დაგვცინა კიდეც მუჯირმა, ნაღდი გულშემატკივარი ტრაურშია და ჩვენს ჭირს იზიარებსო, ანუ თქვენი მხარდაჭერაც დაიბევა.
ზოგი საერთოდ თავს ისულელებს სასტავებს განიხილავთ, თან ამ დროს სალუქვაძე და ცქიტიშვილი თავპირს გალეწავთ და დაგცინით.
თუ გიღირთ ღმერთმა შეგარგოთ!
ხო და ვწერდი ადრეც, არ ყავს ამ ნაკრებს რეალური გულშემატკივარი, არა!
როგორ მახსოვს გრაზუ ვენებს იჭრიდა, რაღაცა ვქნათო.
ახლა დანელია იჭრის ვენებს, ჩემი ფეხები, კაცი არაფრად ჩააგდებს.
მერე ურემი რომ გადაბრუნდება ყველა ლომგული და გმირია.
არაა ახლა, ამასთან ვერ ვიდგები, იმასთან ვერ ვიდგების დრო, აი ალეკო ელისაშვილმა ახნას ეგ მაგრად, რატომ დადგა პოლიტიკურად მოსისხლე მტრებთანაც კი.
მოკლედ რა!
ასეთ სიტუაციაში სულ მახსენება. ერთი ეკონომისტი იყო, ალბერთ ჰირშმენი, მაგას აქვს წიგნი: Exit, Voice, and Loyalty ძალიან მაგრად ხსნის როცა რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრებისთვის ამ ჯგუფს სარგებელი არ მოაქვს, რა გზები არსებობს: გასვლა, ხმის ამოღება ან შეგუება. ხო და ყველა თავის ინდივიდუალურ გზას ირჩევს.
ჩემი გზა exit არის ამ შემთხვევაში. ქვეყნიდან დიდი ხანია და უკვე ამ ბოლო ემოცირ კავშირთანაც.
ცხადია თავადაც ხმის ამოღებასაც ვერ ვახარხებ და პირადადაც ფრუსტრირებული ვარ და არარაობად მიმაჩნია თავი, ამ ნაბიჭვრებს რომ ხედავ, რას უშვებიან ქვეყანას და ფეხბურთს, და ვერაფერს ცვლი.
იმედია ბევრი უფრო ხმის ამოღების გზას აირჩევთ ვიდრე შეგუებას.
მოკლე ცოტა ხმამაღლა დაწერილი კი გამომივიდა მაგრამ ამ განყიდან ასე ჩუმად ვერ წავიდოდი.
წარმატებები მეგობრებო.
ახლა კი გავიჯახუნე ნერვიულად კარი!
ცუდად არ მიიღოთ, ჩვენ ჩვენ ნაწილს ვერ ვაკეთებთ და სხვებს ვერაფერს ვუზამთ.
This post has been edited by Human Rights on 13 Nov 2020, 21:53