ხვალიდან სანაკრებო შეკრება იწყება. მანამდე კი, რომ შევაჯამოთ გასული "საკლუბო თვე" (ბოლო სანაკრებო მატჩებიდან დღემდე):
მეკარეები:
ლორია, მაკარიძე - სრული პრაქტიკით (4 და 5 თამაში ძირითადში შესაბამისად)
დაცვა:
კვერკველია, ტაბიძე - სრული პრაქტიკით, როგორც წინა თვეში, (3 და 4 სრული მატჩი შესაბამისად)
გრიგალავა, დვალი, ხოჭოლავა - სრული პრაქტიკით ( 360 წთ, 340 წთ, 520 წთ შესაბამისად), არადა წინა პერიოდში ლიმიტირებული დრო ჰქონდა სამივეს, ამ თვეში კი ყველანი შეუცვლელები იქცნენ თავიანთ კლუბებში
კაკაბაძე - ნორმალური პრაქტიკით (3 თამაში - 190 წთ), უკეთესი პრაქტიკითაა ვიდრე წინა პერიოდში
კაშია - სრულიად უთამაშებელი (0 წთ)
ჯიღაური, კობახიძე - გადადებული თამაშების გამო მცირე პრაქტიკით ( თითო თამაში მხოლოდ)
ნახევარდაცვა:
კანკავა, კვარაცხელია - გასაგებია
კვეკვესკირი - ნაკლები პრაქტიკით, წინა პეროდთან შედარებით (3 თამაში, 130 წთ)
ლობჟანიძე, გვილია, დავითაშვილი - ბევრად უკეთესი პრაქტიკით ვიდრე წინა პერიოდში (250 წთ, 300 წთ, 350 წთ შესაბამისად)
შენგელია - საშუალო პრაქტიკით (4 თამაში - 150 წთ)
აბურჯანია - მცირე პრაქტიკით (2 თამაში - 85 წთ), თუმცა წინაზე საერთოდ უთამაშებელი იყო
პაპუნაშვილი - მცირე პრაქტიკით (2 თამაში - 50 წთ)
შეტევა:
ყაზაიშვილი - 1 თამაში 10 წთ
ოქრიაშვილი - სრული პრაქტიკით (4 თამაში, 300 წთ)
ქვილითაია - კარგი პრაქტიკით (5 თამაში, 260 წთ)
კაჭარავა - საშუალო პრაქტიკით (6 თამაში, 190 წთ)
საბოლოო ჯამში
ბევრად უკეთესი სიტუაციაა პრაქტიკის მხრივ, ვიდრე წინა სანაკრებო ფანჯრისას გვქონდა! კაშო-ვაკოა გამონაკლისი ამ პოზიტიური ტენდეციიდან მხოლოდ.
ნუ, კიტე-ჩაკვეს დანაკლისზე აღარაფერს ვამბობ ...
* * *