ლორის ძალიან მაგარი თამაში ქონდა გუშინ.
კარგია რომ ჯანზეა და კარგ ხასიათზეც უნდა იყოს ფინალისთვის.
---
მამების და შვილების ომს რაც შეეხება და ხიდჩატეხილობას, ამ ფორმაციის ნაკრებში მამა ფეხბურთელი ყავდა ვატო არველაძეს, რომელიც არ არის ამჟამად ნაკრებში და როცა იყო, იმსახურებდა და რეზის შვილობის გამო არ მიუწვევია ვაისს. ასევე მამა ფეხბურთელი ყავდა ნიკა კაჭარავას, რომელსაც არავინ იძახებს იმის გამო რომ კახას შვილია. ასევე ფეხბურთელი იყო კვარას მამა, რომელიც ასევე ამის გარდა ნებისმიერი მიზეზით არის ნაკრებში

იგივენაირად ზურიკო დავითაშვილზე. დანარჩენები "ჩვეულებრივი მოკვდავების" შვილები არიან და მსგავსი ფორმულირება არასწორია და ცუდი.
ბუდი ძალიან კარგი ბიჭია, მშრომელი, მონდომებული, კარგ გუნდშია და ბევრი შანსი ექნება კიდე დამტკიცების თუ რა შესაძლებლობები აქვს, გააგრძელოს შრომა, ბრძოლა და აუცილებლად დაუფასდება. არავინ არავის ჩაგრავს, ინდივიდუალური ხედვა აქვს ყველა მწვრთნელს და პატივი უნდა ვცეთ ამას.