კიტეიშვილის არ ყოფნა ცენტრს გვინგრევს.
ჯაბა ჩაშლაზე მუშაობს, ბურთს როგორც კი აიღებს, სარგებელს ვეღარ ქმნის.
კვეკვე ბურთთან კარგადაა, კარგი გრძელი პასი აქვს, კაცსაც ატყუებს, მაგრამ სისწრაფის არ ქონის გამო დაცვისას თუ ძაან ჭადრაკივით არ გათვალა და წინასწარ არ დადგა საჭირო ზონაში, ისე ვერაფერს ასწრებს.
აბურჯანიას პასი კარგი აქვს, საჯარიმოში აწვდის ძალიან კარგად, მოძრაობაში ახვედრებს შემტევს ბურთს საჭირო ზონაში, მაგრამ დაცვისას კვეკვესავით ნელია და გამძლეობაში კვეკვეს ბევრად ჩამორჩება.
ახლა ისინი ჩამოვთვალე, ვისგანაც მეტ-ნაკლებად რაღაცას ველით, ამიტომ დაუშვილის სტილის გარჩევა არც ღირს.
ვცდილობთ მაგ სანახევროდ კარგი ნახევარმცველების ერთად დაყენებით ცენტრის დაბალანსებას, მაგრამ კაცს ვკარგავთ სინამდვილეში.
ორს დავაყენებთ, ერთი გამოდის, სამს დავაყენებთ, კაცნახევარი გამოდის და მეტოქეს დაცვაშიც ჩამოვრჩებით და შეტევაშიც.
კიტეიშვილის უკან დგომისას ეგ დანაკლისი არ იგრძნობოდა, რადგან დაცვისას ფუტკარივით მუშაობდა ჯაბასთან ერთად, მერე ბურთიც კარგად მოჰქონდა ზევით.
რამდენჯერაც წინ დააყენა კიტე, უკანა ორი კაცი მაშინვე ერთ კაცად გადაიქცა და მაგასაც შექმნაში დამხმარე არ დავუტოვეთ.
მარცხნივ მაგის დაყენებაც სიგიჟეა.
კარგ ჩამშლელთან წყვილში უნდა დავაყენოთ, ოღონდ წინ ბურთის მცოდნე ჩაკვე უნდა იდგეს, მერე კიტე ორივე ზონას დაეხმარება და შეავსებს საჭირო დროს.
ეს მომავალი კარგი ჩამშლელი ვინ უნდა იყოს, კიდე სხვა საკითხია.

ვისი იმედი გაქვთ მაგ პოზიციაზე?
ნინუას სტარტი მაფიქრებინებს, რომ განვითარდება, მარა მაგის და კიტეს წყვილში ბულდოგობა ვინ უნდა ითავოს?
კიტეს რომ დავეყრდნოთ, ნინუას აქვს დაცვითი უნარები იმდენი, რომ დაეხმაროს?
ჯერჯერობით არ გავს ისეთ ნახევარმცველს, უკან რომ ირბინოს და ვიღაცებს ეძიძგილავოს.
თუ შეძლებს მაგასაც, მერე ბურთით კი იზამენ საქმეს.
მოკლედ, ისეთი ნახევარმცველები გვინდა, რომლებსაც ორივე როლის ხუთიანზე შესრულება თუ არ შეეძლებათ, ერთს ხუთიანზე ასრულებდნენ, მეორეს ოთხიანი მინუსზე მაინც.
მარჯვენა შემტევზე გვაქვს კატასტროფა, მგონი შენგელიას აქვს ყველაზე მეტი პერსპექტივა და როგორმე მაგის განვითარებას უნდა მივაწვეთ საკლუბო დონეზე, აქვს თურქეთში გამონათებები.
ერთი რაც მომწონს, წინ იყურება და დარტყმის არ რცხვენია.
ძველი იმედის მომცემი ხალხიდან ერთი პაპუნაშვილი თუ იზამს რამეს, ისიც იმ შემთხვევაში, პრაქტიკა თუ ეღირსა და ჯანზე იქნა.
დედაშენს შე**ვეცი. თამაშის დასრულებამდე ჯერ 20 წუთია დარჩენილი, 20!!! ©რონი
მე კიდე ბოლოს რეალთან ვუყურებდი ატლეტიკოს და დანილოს რო მუცელში წიხლი ამოარტყეს მეორე არხზე გადავრთე და გია ჟორჟოლიანის ბრიფინგს ვუყურე ©r-evolution:
სეზონის აღმოჩენა - ბელერინიც რო ###ა ©gunnera
არაუხო არაა ხო ? ©ჯულსი