crack94კი ბატონო, აგერ აღარაა ვაისი და მაგის დროც მოვა, იფრინოს ხარაიშვილმა ვისაც ეწყინოს ... მაგრამ ჯერ გადახტნენ !
ადრეც გითხარი, ზოგადად ბევრ რამეში გეთანხმები (აქ რასაც წერ) და ფეხბურთელების შეფასებაშიც (გინდაც გემოვნებაშიც), თუ მთლად 100%-ით არა, ყოველშემთხვევაში მაგ მხრივ შენთან უფრო ახლოს ვარ ვიდრე მაგალითად ვაისთან

მაგრამ ... მაგრამ ოქრიზე ჩემი აზრით არ ხარ მართალი, იგივე მახსოვს ჯანოზეც დაახლოებით იგივე დამოკიდებულება გქონდა.
ვეჭვობ, ჯანოს ფასსაც და დანაკლისსაც კარგად იგრძნობდი ბოლო პერიოდში, მაგრამ ეგ კი არაა მთავარი.
რაღაცეები გემოვნების თემაცაა კი ბატონო, მაგრამ მთავარი ისაა რომ ჯანო ჩემთვის ერთერთი ყველაზე დასაფასებელი ფეხბურთელია ვისაც კი ამ ნაკრებში უთამაშია, მეტიც მის სათამაშო კლასზე და ჩატარებულ თამაშებზე საერთოდ რო აღარფერი ვთვქვათ, ჯანომ ამ ნაკრებს (და არამარტო) სახე და სინდისი შეუნარჩუნა თავის დროზე.
ჰოდა, ოქრი და ჯანო ჩემთვის ამ ნაკრების ერთგვარი სინდის - ნამუსია (ბევრი არა, მაგრამ არიან კიდევ სხვებიც) ! ჰო, ეს ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ უპირობოდ სულ ნაკრებში უნდა იყვნენ, მაგრამ მინიმუმ მეტ დაფასებას იმსახურებენ, ვიდრე "ფაფხურა" და 28 წლის ასაკში მათი უპირობო ჩამოწერაა.
მითუფრო, რომ ჯერ-ჯერობით (ხაზს ვუსვამ ჯერ-ჯერობით) ვერც მათმა ახალგაზრდა კონკურენტებმა დაბრდღვნეს ფაქტია ...
ეგაა და ეგ, თორე მე ყველაზე მეტად მინდა ოქრი-ჯანოზე უკეთესები გვყავდეს, არცერთს ვიცნობ და არც მეორეს, ყველაზე ახლო კადრით დინამოს I იარუსიდან მინახავს ორივე.
This post has been edited by QOMAGI on 22 Nov 2020, 19:44