აქ დაპოსტვას არ ვაპირებდი მაგრმა ისეთი სიტუაციაა საკუთარ სიტყვას უნდა გადავახტე და ეს პოსტი დავწერო.
პროტესტი კარგია მაგრამ უფრო კარგ და შორსმიმავალ რაღაცას გთვაზობთ, თუ გონები გიჭრით და გული შეგტკივათ გამოიყენებთ.
მოკლე აქ ამ განყში არის რესურსი რომ ამ პროტესტს, საფეხბურთო ცოდნას, ენერგია, სურვილს ცვლილებების და ა.შ. სხვა სახე მისცეთ. უფრო ორგანიზებული და სისტემატიზირებული. ამისთვის აქტიური ხალხია საჭირო, არა მხოლოდ ქუჩაში დედის რძის გინებით, და კობის წასვლის პლაკატებით არამედ სხვა ფლანგზე. ცხადია პროტესტიც ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი იქნება.
არის პრობლემა - ქართული ფეხბურთი. როცა არსებობს პრობლემა რას აკეთებს ამ დროს აქტიური მოქალაქე, ორგანიზდება გაკრვეულ ასოციაციებში, თავის თავისიფალ დროს იმას უთმობს რაზეც გული შეტკივა.
შორს რომ არ წავიდე რატომ არ შეიძლება გაკეთდეს ამ ფორუმის ხალხის ბაზაზე, ასოციაცია - არასამთავრობო ორგანიზაციის სახით სადაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი გაწევრიანდება, ანუ წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია იქნება, თავის საწევროთი, გამგეობით, სპიკერით და ა.შ.: დაარქვით რაც გინდათ: "პრესინგი", "დროული ცვლილება" (ზოგადად ცლილებების სურვილის და ვაისის ინსპირაციით

) და ამ ყველაფერს რასაც აქ წერთ, ენერგიას ხარჯავთ, ნერვებს იშლით და ჰაერში რჩება ყველაფერი, (წერე-იკითხეს) სახით მიეცით უფრო ცივილური, კონკრეტულ რეალური პრობლემის გადაწყვეტის სახე.
გინება არის ძველი ფრუსტრაციული მეთოდი, არ ჭრის, ჭრის მისხალ-მისხალ ყველაფერზე ბრძოლა, გამოვლენა, 'ინტრინგნობა'ს რომ ეძახის ბევრი.
მოკლედ რა იქნება ამ ამ ასოციაციის ფუნქცია, ეს არ არის გულშემატკივართა ფან-კლუბი, ნუ გულშემატკივრობას არავინ გიშლით, ეს იქნება ერთგვარი საფეხბურთო 'Think Tank' რომელიც არ არსებობს ქვეყანაში. ორგანიზაცია რომელიც, შეიწავლის სფფ-ს ფინანსურ სიტუაციას, ისაუბრებს ცვლილებებზე, გაანალიზებს თამაშებს, სადაც საჭიროა ითანამშრომლებს და დაეხმარება სფფ-ს, გამოთქვამს პროტესტს, მათ შორის მწვრთნელზე, ვეტერანების ინტერტულობაზე, გამააშკარავებს კორუფციას, პეტიციას დაწერს, თამაშების წინ და შემდეგ გააქტიურდება და საერთოდ იმ ყველაფერზე რაც აქ იწერება და მხოლოდ მორიგ პოსტად რჩება ხოლმე. იქნება ერთგვარი საფეხბურთო ვოჩდოგი ქვეყანაში, ყოველგვარი პოლიტიკური მიკუთვნებადობის გარეშე.
ექნება თავისი ფბ-გვერდი, საიტი, მივა სტუდიებში, პრეს-რილიზებს დაუგზავნის ხოლმე საინფორმაციო საიტებს და ტვ-ებს. ითანამშრომელებს ყველასთან, იქნება კონსტრქციული, არგუმენტირებული, უფრო ცივილური ვიდრე სფფ-ს აგრესიული შპანა და ისაუბრებს სიმართლეს. შეუძლია საკუთარი პოსკასტიც გააკეთოს იუტუბზე, რავი 1000 რამის მოფიქრება შეიძლება.
ამას უნდა დრო, ტრაკი და ორგანიზება, არ თქვათ ახლა დრო არ ამქვსო, იმაზე მეტ დროს არ მოითხოვს რაც აქ ფორუმზე წერაში მიდის.
გარკვეული დაფინანსებაც იქნება საჭირო, მიმუმუმი რომ გაკეთდე, ეს პირველ ეტაპზე შეიძლება იყოს საწევრო, (მეც მზად ვარ გადავიხადო საწევრო და დავაფინანსო ასეთი ორგანიზაცია რომელიც ჩემ სათქმელს საზოგადოებამდე და ხელისუფლებამდე მიიტანს)
მერე შეიძლება რაღაც ფონდების მოძიება, ისა ესა,უამრავი ფონდი არსებობს რომელიც საბიუჯეტო ხარჯების კონტროლს აფინანსებს, აგერ ფლანგვის დეტექტორი არსებობს. მაგრამ პრიციპი უნდა იყოს რომ სფფ-სგან არ უნდა ფინანსებდებოდეს და არც სახელმწიფოსგან, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს, და არ გახდეს მორიგი სფფ-ს მწოველი, ფორმალური დამატება ორგანიზაცია, მაისურებზე და ბილეთებზე რომ გაიყიდება.
ღლიცინის გარეშე და მეტი სერიოზულობით მიუდგეს საქმეს.
მერე ეს ორგანიზაცია, რაღაც ფორმას მიიღებს, წევრების როტაცია წავა, შეიძლება ისეთი ექსპერტიზა დააგროვოს, სხვა სერვისები თავადაც გაყიდოს წლების მერე.
ეს იყოს პირველ ეტაპზე, ცოტა ქაოსურად კი დავწერე მაგრამ ეს იყო გასაკეთებელი ძალიან დიდი ხნის წინ, 'მიდით ბიჭებოს' ძახილი კარგია, გინებასაც იმსახურებენ მაგრამ ამ ვარიანტს უფრო აქვს გავლენის მოხდენის შანსი. ეს არის თანამედროვე გზა, ხომ ვიძახით რომ ცივილური და გულმხურვალე ხალხი ვართ, ამიტომ ამ გზით უნდა ვიაროთ.
კითხვების დასმის არ უნდა შეგვეშინდეს და მოგვერიდოს. რაღაც სტრუქტურა იქნება და ყოველი თამაშის მერე არ დაგვჭირდება 'გავიქცეთ სფფ-სთან' დედა ვაგინოთ დამოკიდებულება, ორგანიზაციის ფარგლებში ყველაფერს ლამაზად გავაკეთებთ, საინფორმაციო ომიდან დაწყებული კრეატიული პროტესტით დამთავრებული.
ეს არის პირველადი ანკესი, უფრო ვრცლად და დეტალურადა შემიძლია.
უბრალოდ ნერვები არ მყოფნის.
იფიქრეთ ამაზე, ასე ემოციური აფეთქებით, 'ჩვენი ბედის' გინებით შორს ვერ წავალთ, დავრჩებით პასიური უთავმოყვარეობის როლში ონლაინ, კლავიატურაზე 'ჩვენი სიმართლეების' ჩხაკუნით როგორც უკვე წლებია გრძელდება.
This post has been edited by Human Rights on 16 Nov 2020, 17:21