დიდი ანგარიში არ იქნება საჭირო დამიჯერე, ჯერ რამდენად რეალურია ჩვენგან ისედაც დიდი ანგარიშით მოგება ეგ კიდევ სხვა თემაა...
მაგრამ ორივე მოვიგოთ და საკმარისი იქნება, მაკედონია არაა 6 ქული ამღები, რომ ნახოთ მათი ვიდეოები მიხვდებით რასაც ვწერ.
მაგრამ ჩვენ რამდენად ვარ ამ თამაშების მომგები, აი მანდაა მთავარი კითხვა ახლა ...
don gajetinoogafa2kontiნუ შევიყვანთ ხალხს და (იქნებ ფეხბურთელებიც კითხულობენ ამ ფორუმს მათაც) შეცდომაში, ნამდვილად არაა სრულ 100% ჭეშმარიტება რასაც ამბობთ, უფრო პირიქითაა და შევეცდები ავხსნა:
ერთა ლიგის ფორმატი რომ შეიცვალა ალბათ იცით, ყველა ლიგა გარდა D-ისა 16 გუნდიანი რომ გახდა ეგეც გეცოდინებათ. შედეგად D ლიგაში 7 გუნდია მხოლოდ და ამიერიდან D ლიგის გამარჯვებულს აღარ ექნება კვოტა ( 7 გუნდში მაგას ვინ მისცემს).
ამიტომ გასათამაშებელი 4 ან 3 ადგილი(ჩემი აზრით აჯერად უფრო 3 ვინაიდან მომდევნო ევროპას მასპინძელი ჰყავს გერმანიის სახით და თუ ჩვეულებრივი შესარჩევიდან არა დააკლეს და ისევ 20 გუნდი გავიდა რჩება 3 საგზური ერთალიგიდან გასათამაშებლად) განაწილდება A ლიგის მიზერული რაოდენობის გუნდზე (1 მაქსიმუმ 2 დიდი ალბათობით) და ძირითადა B და მერე უკვე C ლიგაზე.
დავუშვათ უფრო ცუდი ვარიანტი და უეფამ ერთალიგიდან გაათამაშა 3 ადგილი ევრო2024-თვის (და არა 4 როგორც წელს იყო), მაშინ რა ხდება:
3 ადგილის გათამაშება ნიშნავს, რომ 3 პლეიფის ოთხეული უნდა შეიკრას ანუ სულ 12 გუნდი უნდა ჩაერთოს ერთალიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ ამ პლეიოფში.
აქედან 1 საგზური და 4 გუნდი გარანტირებულად იქნება C-დივიზიონიდა ცხადია, ისევე როგორც 1 საგზური და 4 გუნდი გარანტირებულად B-დან ცხადია, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში ?
სინამდვილეში ხდება შემდეგი:
A დივიზიონის ტოპ 16 გუნდიდან ერთალიგის პლეიოფიდან ევროზე ჩალიჩი შეიძლება დასჭირდეს მაქსიმუმ 2 გუნდს. აგერ, წლევანდელ მაგალითზე მხოლოდ 1-ს დასჭირდა ამ პლეიოფში მონაწილეობა და ეს ისლანდია იყო.
შესაბამისად მხოლოდ 1 ან 2 გუნდი A ლიგიდან დაემატება ჯერ B ლიგის გუნდების კანდიდატებს და ისე გაითამაშებენ საგზურებს, ზემოთქმული 3- საგზურიდან 2-ს, ვინაიდან 1 გარანტირებულად C ლიგის იქნება (ც ლიგის ჯგუფის გამარჯვებული ოთხეულისთვის)
ახლა გავითვალისწინოთ ისიც, რომ B ლიგაში რამდენიმე ჯგუფის გამარჯვებულსაც შეიძლება არ დასჭირდეს ერთა ლიგის პლეიოფი, ვინაიდან უშუალოდ შესარჩევიდან 20 გუნდი გადის ევროპაზე როგორც იცით და A ლიგის 16 სრულადაც რომ აიღოს დარჩენილი 4 ხო B ლიგიდან იქნება ევრო საკვალიფიკაციოდან პირდაპირ გასულები (ნუ ჰა ჰა 1 იყოს C ლიგიდან ხო ?)
ფაქტიურად გამოდის რომ C ლიგისგან განსხვავებით B ლიგას გუნდებს ფაქტიურად 2 საგზურზე მიუწვდებათ ხელი...
საბოლოო ჯამში არ ვიცი რამდენად კარგად აგიხსენით, მაგრამ პირდაპირ შედეგს დავწერ და შედეგი არის ის, რომ:
B ლიგაში თუ ვიქნებით, ერთალიგის პლეიოფში მოსახვედრად გარანტირებულა საკმარისი იქნება ჯგუფში II ადგილზეც გასვლა (თეორიულად არის შანსი რომ ჯგუფში III ადგილოსანსაც მოუწიოს პლიოფის თამაში), მაშინ როცა C ლიგაში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადავა პლეიოფში აქვე გავითვალისწინოთ რომ მომავალი C ლიგა ბევრად ძლიერი იქნება და თუნდაც ჯგუფის მოგება ბევრად რთული, წარმოიდგინეთ სერბეთი ან თურქეთი ითამაშებს C-ში, რომ აღარაფერი ვთქვათ B ლიგის დანარჩენ სამ აუტსაიდერზე (რუმინეთი, ირლანდია, ბულგარეთი კალიბრის გუნდები იქნებიან).
ამიტომ C ლიგის ჯგუფის მოგება უფრო რთული შეიძლება აღმოჩნდეს ვინემ B-ში მეორე ადგილი (რაღაც შემთხვევაში შეიძლება მესამეც საკმარისი იყოს).
ასე რომ წინ B ლიგისაკენ !

ნაფიქრი აქვს უეფას უკვე მაგაზე და ყველანაირად ზედა ლიგაში ყოფნა ჯობია !
ერთი D ლიგა იყო პირველ წელს ცოტა გამონაკლისი და ეგეც შეცვალა (სამწუხაროა რომ ვერ გავძვერით ბოლომდე ) ამიერიდან ნამდვილად ზემოთ ჯობია !
ეგ კიარა და ნეტა სულაც A ლიგაში ვიყოთ ...

სულ რომ ყველა თამაში წაგვეგო ერთალიგის პლეიოფს ევროპაზე გასასვლელად მაინც გარანტირებულად ვითამაშებდით (ისლანდია წლევანდელი მაგალითი)
ასე რომ ...
This post has been edited by QOMAGI on 14 Nov 2020, 15:28